0
საქართველოს ამბებს უფრო მეტს ვიგებ და ვკითხულობ, ვიდრე აქაურს, სადაც ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ოჯახი, მეგობრები და უმეტესობა ახლობლებისა საქართველოში არიან. ლოგიკურად, ჩემი ჯავრი უფრო ჩემი ქვეყნისკენ არის მიმართული, ვიდრე მხოლოდ საკუთარი თავისკენ. ნახევრად მოშვებული ვარ, რადგან ესე სწორად, დროულად და კარგად გათვალეს ჩვენებმა ყველაფერი. იმედია, აღარ გაიზრდება დაინფიცირებულთა ციფრი. ამ ამბებით, აქ ჯანმრთელად დარჩენაც კი შემიძლია მგონი, ისე მოქმედებს განწყობაზე. ეხლა მეტროში ვზივარ და ჩემი საყვარელი გიორგი კეკელიძის პოსტს ვკითხულობდი და ერთი რამ მომხვდა თვალში - არაფერი არ ამშვენებს ისე ადამიანს, როგორც შიშის დამორჩილება .. რამდენჯერმე გავიმეორე გულში .. ყველა სფეროში ამართლებს ეს სიტყვები და მინდა სულ მახსოვდეს. ჩემს ახლანდელ სიტუაციზე ზუსტადაც რომ მისწრება იყო მისი წაკითხვა. გისურვებთ ყველას შიშის დამორჩილებას, ყოველთვის და ყველგან, ჯანმრთელობას და გამძლეობას!
#მიუხედავადყველაფრისა
#საქართველო
??❤️
0