ხვალიდან ავტობუსებში მძღოლის სივრცე იზოლირებული იქნება, მოქალაქეები, უკანა კარით ისარგებლებენ-კალაძე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139147 თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან, მძღოლის სივრცე იზოლირებული იქნება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან. “რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის”, - განაცხადა კალაძემ.
0