შემცირებული მგზავრთა ნაკადი ავტობუსებსა და მეტროში

0
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროში მგზავრთა რაოდენობა კორონავირუსის გამო 35% არის შემცირებული. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ასევე შემცირდა მგზავრთა რაოდენობა ავტობუსებშიც. , , ბოლო დღეების განმავლობაში, რაც კორონავირუსის საფრთხე გაჩნდა, მეტროში 35%-ით არის შემცირებული მგზავრთა რაოდენობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებში 30%-ით“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი გადაადგილებისგან.
#კახაკალაძე
#მეტრო
#ავტობუსი
#ჯანმო
#რეკომენდაცია
#მგზავრები
#tbilisidaily
0