მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები კარანტინში 14-ის ნაცვლად 12 დღეს გაატარებენ

0

მთავრობის 12 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, მოქალაქეები კარანტინში ან იზოლაციაში 14-ის ნაცვლად 12 დღეს გაატარებენ. ცვლილება ეხება უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ან კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტში ნამყოფ ყველა ფიზიკურ პირს, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ პირებს. დადგენილების მიხედვით, მოქალაქეებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები კი ვალდებულები არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან. რაც შეეხება საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ის ვალდებულია საქართველოში შემოსვლისას, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. ახალი რეგულაცია შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსულ ყველა ფიზიკური პირსაც.

#პანდემია #ახალირეგულაციები
#კორონავირუსი
#კარანტინი
#საკარნტინოშეზღუდვები
Tbilisi
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0