მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებსს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით და აჟიოტაჟური მოთხოვნით-თურნავა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139162 მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟიური მოთხოვნით, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, კომპანიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მარაგის თვალსაზრისით, პრობლემა არ არსებობს. „გავიარეთ ყველა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხი, რითიც შეიძლება გვერდში დავუდგეთ ამ კომპანიებს. მაგრამ სანაცვლოდ საკმაოდ მკაცრად მოვთხოვეთ, რომ მარაგების შევსება მოხდეს შეუფერხებლდ და სწრაფად. მივიღეთ დაპირება, რომ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ასევე მთავარი თემა იყო ფასები. მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებსს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით და აჟიოტაჟური მოთხოვნით. ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
0