საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რომ არ ჩქარობს სახელმწიფო ეს სწორი მიდგომაა-ჩუგოშვილი

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139171 საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რომ არ ჩქარობს სახელმწიფო, ეს სწორი მიდგომაა, რადგან ეს ნიშნავს, მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას - ამის შესახებ განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. „ვინაიდან, ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში ახალი ვირუსის გამო არასტანდარტული მდგომარეობაა და ვინაიდან, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა უპირატესი ინტერესია ნებისმიერ სხვა ინტერესთან შედარებით, ბუნებრივია, გარკვეული გამკაცრებული ზომების გამოყენება სახელმწიფოს მოუწევს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რომ არ ჩქარობს სახელმწიფო, ეს ჩემი აზრით სწორი მიდგომაა, იმიტომ რომ ჩვენს შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და სახელმწიფო ცდილობს, რომ ისე გაუმკლავდეს ამ ვითარებას , რომ სამოქალაქო თავისუფლებებს მაქსიმალური შეზღუდვები არ დაუწესოს. ჩემი აზრით ეს სწორი მიდგომაა და კონკრეტულ ინტერესი, რომ ვინც შეიძლება რისკის მატარებელი იყოს, მათ მიმართ გამკაცრდეს ზომები, სწორი ინიციატივაა და საჭირო და აუცილებელი“ , - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
0