103 Views
ბათუმის მერია
Batumi · 6 months ago
#news

? ბათუმში მიკროავტობუსების მომსახურება ჩერდება

? დეზინფექცია ჩაუტარდება 850 სადარბაზოს

? მუნიციპალურ ავტობუსებში იზღუდება კონტროლიორების მუშაობაც. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მათ ხელფასებზე და ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ.

? რაც შეეხება მუნიციპალურ საბავშვო ბაღებს, შეიქმნება პროდუქტების კალათა, რომლის საშუალებითაც, ორშაბათიდან, 8000 აღსაზრდელის ოჯახი შეძლებს მათთვის განკუთვნილი პროდუქტის მიღებას მათივე საბავშვო ბაღებიდან.

? აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში გამოთავისუფლებულია სხვადასხვა ღონისძიებისთვის გათვალისწინებული სახსრები (ჯამში 700 ათასი ლარი), რაც, აჭარის ა. რ. მთავრობასთან კოორდინაციის საფუძველზე, მიმართული იქნება მოსახლეობის საჭიროებებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.


ბათუმის მერია
Batumi · 6 months ago
10
Write a comment