ავტობუსებში მომსახურების წესი შეიცვალა

0
კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეიდან თბილისის ავტობუსებში გარკვეული მომსახურების წესები შეიცვლება. მძღოლის სივრცე იზოლირებული იქნება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან. მგზავრები ავტობუსის უკანა კარებით ისარგებლებენ. მისივე თქმით, ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროსა და ავტობუსების დეზიმფექცია. “რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის”, - განაცხადა კალაძემ
#თბილისი
#მეტრო
#ავტობუსი
#დეზიმფექცია
#ახალიწესები
#tbilisidaily
0