ევროპის საზღვრები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139202 კორონავირუსის COVID-19 პანდემიის გამო ევროკავშირის სახელმწიფოებმა საზღვრები დაკეტეს. სულ მცირე 30 დღის განმავლობაში ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს. ევროკავშირის სახელმწიფოებში ჩასვლა შეუძლიათ მხოლოდ მათ მოქალაქეებს და ასევე, დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის და შვეიცარიის მოქალაქეებს და ბინადრობის უფლების მქონე პირებს. აკრძალვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საზღვრების დაკეტვა შეზღუდავს ვირუსის გლობალურად გავრცელებას.
0