მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები დროებით ფუნქციონირებას წყვეტს

0
კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიის გააწვეტილებით, დროებით ფუნქციონირებას წყვეტს მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის. მომსახურების ახალი წესის თანახმად, მოქალაქეები რიგს გარეთ დაიკავებენ და მისაღებში მათი თავშეყრა აღარ მოხდება. მისაღებში პერსონალის ნაცვლად მოქალაქეებს დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სერვისების მიწოდება სრულად უკონტაქტოდ ვერ ხორციელდება, ამიტომ მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც თანამშრომლები მოქალაქეებს სრულიად უსაფრთხოდ მოემსახურებიან. მისივე თქმით, ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი.
#თბილისისმერია
#კახაკალაძე
#კორონავირუსი
#უსაფრთხოება
#tbilisidaily
0