ავსტრალიაში „ადამიანის ბიოუსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139222 ჩვენ გლობალური პრობლემის წინაშე ვდგავართ. ასეთი რამ ას წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს-აღნიშნული განცხადება ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა გააკეთა. ავსტრალიაში „ადამიანის ბიოუსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, მდგომარეობა ქვეყნის მთავრობას უფლებამოსილებას აძლევს ჩაკეტოს ქალაქები, დააწესოს კომენდანტის საათი და იძულებით გადაიყვანოს ადამიანები კარანტინში. რაც შეეხება ოფიციალურ რჩევას მოგზაურობისადმი, ქვეყანამ უპრეცედენტო „მეოთხე დონე“ გამოაცხადა, რომელიც კატეგორიულად მოუწოდებს მოქალაქეებს არ იმოგზაურონ. აკრძალულია ყველანაირი შეკრება, რომელიც 100-ზე მეტი ადამიანის თავყრილობას გულისხმობს. „ცხოვრება იცვლება ავსტრალიაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში. ყველაფერი კიდევ უფრო შეიცვლება, რადგან ჩვენ გლობალური პრობლემის წინაშე ვდგავართ. ასეთი რამ ას წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს“, -აღნიშნა მორისონმა. ცნობისთვის, ავსტრალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 425 შემთხვევაა დაფიქსირებული.
0