ჩვენ ყველამ ვერ შევაფასეთ ის საშიშროება, რასაც კორონავირუსი გამოიწვევდა - ევროკომისიის პრეზიდენტი

0
მე ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვერ შევაფასეთ ის საშიშროება, რასაც კორონავირუსი გამოიწვევდა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლეიენმა განაცხადა. „ჩემი აზრით, ყველა ჩვენგანმა, ვინც ექსპერტი არ არის, თავდაპირველად ვერ შეაფასა კორონავირუსი. თუმცა, ახლა აშკარაა, რომ მასთან ბრძოლა კიდევ დიდხანს მოგვიწევს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ზომები, რომელიც ორი-სამი კვირის წინ სასტიკი გვეჩვენებოდა, აცულებლად უნდა მივიღოთ ახლა. მე პირადად შესაძლოა, არ გამოვიყენო ეს ტერმინი, მაგრამ მესმის საფრანგეთის პრეზიდენტის მოტივაცია, როცა ის სახიფათო მტერზე საუბრობდა“, -განაცხადა ვონ დერ ლეიენმა.
#stopcovid19
#covid19
#კორონავირუსი
0