გაიგე მეტი კორონა ვირუსის სიმპტომებზე
373 Views
Giorgi Oganesiani
Borjomi · 6 months ago

გაიგე მეტი კორონა ვირუსის სიმპტომების შესახებ. შეადარე COVID-19 გრიპისა და გაციების სიმპტომებს. იყავი მეტად ინფორმირებული და დაიცავი შენი ჯანმრთელობა.

ვირუსი COVID-19 ახალი ვირუსია და ის უკავშირდება ვირუსების იმავე ჯგუფს, რომელსაც განეკუთვნება „მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი“ (SARS) და გაციების ზოგიერთი ფორმა.

COVID-19 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად გამოცხადდა.

რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს?

სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა და სუნთქვის პრობლემები. უფრო მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია ან სუნთქვის გაძნელება. შედარებით იშვიათ შემთხვევებში დაავადება შეიძლება იყოს სასიკვდილო.

ეს სიმპტომები ჰგავს გრიპის ან გაციების სიმპტომებს, რაც ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე COVID-19. ამიტომაც COVID-19 ვირუსით დაინფიცირების დასადასტურებლად აუცილებელია სპეციალური გამოკვლევა.

#coronavirus #covid19 #სიმპტომები Borjomi
Giorgi Oganesiani
Borjomi · 6 months ago
6
Write a comment