6 votes
1 comments
0 shares
Save
თქვენი კომპიუტერით შეგიძლიათ სტენფორდის მკვლევრებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროთ
36 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

თუკი გაქვ განცდა, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად თქვენ, როგორც რიგით ადამიანს მეცნიერების დახმარება არაფრით შეგიძლიათ და თავს უსარგებლოდ გრძნობთ, ცდებით, რადგან შეგიძლიათ დაუყოვნებლივ გააკეთოთ ერთი პოზიტიური ქმედება — დაახმაროთ თქვენი უქმად მყოფი კომპიუტერი მკვლევრებს, რომ უფრო მალე შექმნან სამკურნალო საშუალება.

თქვენს ლეპტოპზე ან პერსონალურ კომპიუტერზე პატარა პროგრამის დაინსტალირებით, რომელიც ფონურ რეჟიმშია გაშვებული მაშინ, როდესაც თქვენ კომპიუტერთან სხვა ნებისმიერ რამეს აკეთებთ, თქვენ შეგიძლიათ ექსპერტებს დაეხმაროთ კომპლექსურ კალკულაციებში, რათა უფრო მეტი რამ გაარკვიონ კორონავირუსულ დაავადება COVID-19-ის შესახებ.

აპლიკაციას (როგორც Windows-ზე, ისე macOS-ზე) Folding@home ჰქვია და ის სტენფროდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს. აპლიკაცია ახალი არ არის და დაავადებებისა და პრეპარატების კვლევებს უკვე 20 წელია ეხმარება.

პროექტის მთავარი სამიზნეა ცილების დაკეცვა — ბიოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც, უჯრედს შიგნით ცილები ფორმას იღებს. უფრო მეტი დეტალის გარკვევა იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი კონკრეტულ ვირუსულ ცილებში, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს კონკრეტულ დაავადებათა სამკურნალო საშუალებების შექმნისთვის.

COVID-19-ის შემთხვევაში, ინფექცია ფილტვებში აღწევს, როდესაც ე. წ. წვეტი ცილები (წითელი გამონაშვერები ქვემოთ მოცემულ ფოტოზე) ეკვრის ადამიანის უჯრედის რეცეპტორს, რომელსაც ACE2-ს უწოდებენ. ამ კავშირის დაბლოკვა დაავადების შეჩერების ერთ-ერთი პოტენციური გზაა; კომპიუტერული მოდელირება კი ერთ-ერთი საშუალებააა იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება, რომ ვირუსის ცილები და ადამიანის უჯრედის ეს რეცეპტორები ერთმანეთს არ დაუკავშირდეს.

როდესაც საქმე ვირუსებს ეხება, უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ცილის ფორმის დადგენა, არამედ იმის გარკვევაც, როგორ იღებს ის ამ ფორმას — სწორედ ამ პროცესს უწოდებენ ცილების დაკეცვას.

ამ ყველაფრის ცოდნა კი სასიცოცხლოა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი პრეპარატების შესაქმნელად, რაც ამ ეტაპზე გადაუდებლად აუცილებელია, თანაც, რაც შეიძლება მალე. თქვენი კომპიუტერის სულ ცოტა თავისუფალმა დრომ კი შეიძლება, ამ მიზანთან უფრო სწრაფად მიგვიყვანოს.

„მონაცემები, რომლითაც თქვენ გვეხმარებით, მეცნიერების ღია თანამშრომლობის ფარგლებში სწრაფად და ღიად ვრცელდება მსოფლიოს მრავალ ლაბორატორიაში, რითაც მკვლევრებს ახალ ხელსაწყოებს აძლევთ სიცოცხლის გადამრჩენელი პრეპარატების შესაქმნელად“, — ამბობს Folding@home-ის დირექტორი, ბიოქიმიკოსი გრეგ ბოუმანი.

თუ გსურთ, რომ COVID-19-ის კვლევას დაეხმაროთ, აპლიკაციის დაინსტალირების შემდეგ ინტერფეისზე აირჩიეთ ველი Any Disease. აპლიკაციის გაშვება და შეჩერება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ასევე შესაძლებელია აირჩიოთ რეჟიმი, რომლის დროსაც აპლიკაცია ავტომატურად დაპაუზდება როდესაც კომპიუტერთან თქვენ მუშაობთ, თავისუფალ დროს კი მუშაობას გააგრძელებს.

„ეს კალკულაციები უთვალავია და ყოველი პატარა ნამცეციც კი წარმოუდგენლად გვეხმარება. თითოეული სიმულაცია ლატარიის ბილეთს ჰგავს. რაც უფრო მეტი ბილეთი გაქვს ნაყიდი, მით მეტია ჯეკპოტის მოგების შანსიც“, — ამბობს ბოუმენი.

აპლიკაციის გადმოწერა და დაინსტალირება შეგიძლიათ ამ ბმულიდან https://foldingathome.org/start-folding/.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

#stopcovid19 #covid19 #კორონავირუსი
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
რა წესები უნდა დაიცვან ონკოპაციენტებმა კორონავირუსის პანდემიის დროს
ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა ხშირად იწვევს იმას, რომ პაციენტის იმუნური სისტემა სხვაგვარად მუშაობას იწყებს (როგორც წესი, უფრო ცუდად, მაგრამ ზოგჯერ ძალიან აგრესიული ხდება, რაც ორგანიზმისთვის კარგი სულაც არ არის). ამიტომაც დიდ ბრიტანეთში ფილტვის კიბოს ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით მკურნალობისას ადამიანებს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიაკუთვნებენ. ამ კატეგორიაში შედიან ისინიც, ვინც იმუნოთერაპიის კურსს გადიან და მონოკლონალურ ანტისხეულებს, PARP ინჰიბიტორებს ან იმუნოდეპრესიულ საშუალებებს იღებენ. რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ნიუანსები არსებობს. მაგალითად, უცნობია, სინამდვილეში რა გავლენა შეიძლება იქონიოს იმუნოთერაპიამ ახალი კოროვირუსული ინფექციის განვითარებასა და მის მიმდინარეობაზე, მაგრამ გონივრულია მოსაზრება, რომ ეს შეიძლება ნამდვილად საშიში იყოს. ანალოგიურ საფრთხეში არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ძვლის ტვინი ან ჰემატოპოეზის ღეროვანი უჯრედები გადაინერგეს. იმუნური სისტემა ცუდად მუშაობს ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების დროსაც. მაგალითად, ეს არის ლეიკემია, ლიმფომა და მიელომა. ამ ყველაფრის შედეგად, ადამიანი ინფექციური დაავადებებისადმი მგრძნობიარე ხდება და (ან) მათ შემთხვევაში COVID-19 რთულად მიმდინარეობს. სხვათა შორის, თუ თქვენ ენდოკრინული თერაპიის კურსს იტარებთ, როგორც წესი, ამ დროს პრობლემები არ წარმოიქმნება. ეს პროცედურა იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე ცუდად არ მოქმედებს. თუ ონკოლოგიური დაავადება წარსულს ჩაბარდა და ადამიანი რემისიის პროცესშია, მაშინ იმუნური სისტემა თანდათან ნორმალურ დონეს უნდა დაუბრუნდეს. მაგალითად, სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება თვლის, რომ ქიმიოთერაპიის დასრულებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში რისკი განსაკუთრებით მაღალია. თუ თქვენ COVID-19-ის სიმპტომები გაქვთ, მიმართეთ ექიმს! თუ თქვენ ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები გამოგივლინდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. დაღლილობა და მომატებული ტემპერატურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ COVID-19- ის სიმპტომები, არამედ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შედეგი. თუმცა უმჯობესია, ეს საკითხი ონკოლოგთან განიხილოთ. ამ შემთხვევაში, ექიმთან დაუყოვნებლივ ჩაწერა და ვიზიტის დანიშვნა ნამდვილად არ ღირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მდგომარეობის შესახებ მას არ გააფრთხილებთ. სპეცილისტების განმარტებით, ყველაზე უსიამოვნო, რაც შეიძლება ამ დროს მოხდეს არის ის, რომ თუ ინფიცირებული პაციენტი თავის სიმპტომებზე წინასწარ არაფერს იტყვის, ის მთელ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს დააინფიცირებს. ახალი კორონავირუსული ინფექციის გამოვლენისას, შესაძლოა, თქვენ მხოლოდ ოჯახის წევრებისგან იზოლაცია დაგჭირდეთ. თუმცა ხანდახან ჰოსტიპალიზაციაც საჭირო ხდება. ამიტომაც უმჯობესია წინასწარ ჩაალაგოთ ყველაფერი, რაც შეიძლება საავადმყოფოში დაგჭირდეთ: - საგანგებო კომუნიკაციისთვის საჭირო კონტაქტების ჩამონათვალი; - იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც თქვენ იღებთ (აქვე უნდა მიუთითოთ მიღების სიხშირე და დოზა); - ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორიც არის კბილის ჯაგრისი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, მედიკამენტები. როგორც წესი, ასეთ სიტუაციაში რეკომენდებულია ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შეჩერება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნური სისტემა კიდევ უფრო ცუდად დაიწყებს მუშაობას და სერიოზული გართულებების რისკი მეტად გაიზრდება. როდის უნდა განახლდეს მკურნალობა, საკამათო საკითხია. ზოგიერთი ონკოლოგი COVID-19-ისგან სრულად გამოჯანმრთელებიდან ორი კვირის გასვლას ელოდება, სხვებისთვის კი ახალი კორონავირუსის ტესტის ერთი უარყოფითი პასუხიც კი საკმარისია. უსაფრთხოების რა ზომები უნდა დაიცვას ონკოლოგიურმა პაციენტმა? ონკოლოგიურმა პაციენტმა უსაფრთხოების უფრო გამკაცრებული ძირითადი ზომები უნდა დაიცვას: - ხელები სწორად დაიბანეთ და ფრჩხილები მოკლედ დაიჭერით (გრძელი ფრჩხილების პირობებში ხელის კარგად დაბანა უფრო რთულია); - დარჩით სახლში და თუ გარეთ გახვალთ, ხალხს მოერიდეთ. ორი მეტრის ან უფრო მეტი დისტანცია საუკეთესო ვარიანტია. სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება თვლის, რომ თქვენი ოჯახის წევრებმაც იგივე წესები უნდა დაიცვან. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ, მათგან იზოლაციაში უნდა იყოთ. მაგალითად, საკუთარ თავს ერთი ოთახი გამოუყავით და შეეცადეთ, ოჯახის სხვა წევრებს არ მიუახლოვდეთ. ხშირად გაანიავეთ სახლი, ზედაპირებს დეზინფექცია ჩაუტარეთ და მხოლოდ თქვენთვის გამოყოფილი პირსახოცით ისარგებლეთ. - არ ეკონტაქტოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები აქვთ. თუმცა შესაძლოა, ექიმმა სხვა რეკომენდაციაც გასცეს. მაგალითად, თუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ისედაც შეზღუდულია, შეიძლება დამატებითი შეზღუდვა მოიხსნას. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს სპეციალური რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ თქვენ სამედიცინო ნიღაბი ან რესპირატორი უნდა ატაროთ, თუ გრიპის ან ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები არ გაქვთ. თუმცა ზოგიერთი ექიმი ასეთ რეკომენდაციასაც გასცემს. ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ და თუ შესაძლებელია, მკურნალობა გადადეთ სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი დღეს განსაკუთრებით საშიშია. აქ ადვილად შეიძლება დაინფიცირდეთ ახალი კორნავირუსით, რაც განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში. ამიტომაც თუ სამედიცინო კონსულტაცია შეგიძლიათ დისტანციურად მიიღოთ, უმჯობესია ასე მოიქცეთ. როგორ მოვემზადო დისტანციური კონსულტაციისთვის? მოცემულ სიტუაციაში ექიმი მაქსიმალურად შეეცდება, თქვენი ვიზიტი უკეთესი დროისთვის გადადოს ან ისინი უფრო ხანმოკლე და იშვიათი გახადოს. ეს თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ თქვენი ვიზიტი მაინც აუცილებელია, უმჯობესია სამედიცინო დაწესებულებაში თანმხლები პირების გარეშე მიხვიდეთ (მათ შეგიძლიათ ტელეფონით დაუკავშირდეთ). თუმცა ექიმის დანიშნულების ან რეცეპტის მიღება თქვენ ნაცვლად თქვენ ჯანმრთელ ახლობელს ნამდვილად შეუძლია. ეს ეხება ნარკოტიკულ პრეპარატებსაც, მაგრამ თქვენს ჯანმრთელ ნათესავებს ხშირად შეუძლიათ მიიღონ რეცეპტები და მედიკამენტები თქვენთვის. ეს ასევე ეხება ნარკოტიკულ საშუალებებს. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ დიაგნოსტიკის გადადებაც შეგიძლიათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ წინასწარი გამოკვლევების დროს დადგინდება, რომ დაავადება სწრაფად არ პროგრესირებს. ასევე შეგიძლიათ მინიმალური დიაგნოსტიკური ტესტები ჩაიტაროთ. არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მკურნალობა გადაიტანოთ იმ დროისთვის, როდესაც მისი ჩატარება გაცილებით უსაფრთხო იქნება. თუ მკურნალობა პალიატიურია, მისი გადადებაც შესაძლებელია, რადგან ამ დროს ახალი კოროვირუსული ინფექციის განვითარების რისკები და ფატალური შედეგი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ამასთანავე, სავარაუდოდ, ადამიანი გარდაიცვლება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ნათესავები არ დაიშვებიან. ხანდახან მკურნალობა შეიძლება კი არ გადაიდოს, არამედ შეიცვალოს ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ქირურგიული ჩარევა მართლაც საჭირო იყოს, მაგრამ პოსტოპერაციის პერიოდზე COVID–19-ის დართვამ მსუბუქი მდგომარეობა გაართულოს. ამიტომაც სპეციალისტები ცდილობენ, მსგავსი სიტუაციები მაქსიმალურად აირიდონ. ამ კატეგორიაში არიან ფილტვის, კუჭის, საყლაპავის, პანკრეასისა და კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტები. აქედან გამომდინარე, ექიმს ზოგჯერ შეუძლია ალტერნატივის სახით პაციენტს ქიმიოთერაპია შესთავაზოს, თუ ის მოცემულ სიტუაციაში ნაკლებად საშიში ჩანს, ოპერაცია კი მოგვიანებით დანიშნოს. ზოგჯერ შესაძლებელია პრეპარატების ინტრავენური შეყვანა ან მათი აბებით ჩანაცვლება. ჩვეულებრივ სიტუაციაში ზოგიერთ პაციენტს კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები ენიშნება. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც იმუნურ სისტემას აღდგენასა და სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქიმიოთერაპიის გამო პაციენტს ინფექციის განვითარების ძალიან მაღალი რისკი აქვს. დღეს უკვე კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოება გვთავაზობს ასეთი წამლების დანიშვნას იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. ისინი რეკომენდაციას უწევენ ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური მიზნით დანიშვნასაც (ანტიბიოტიკები ეფექტიანი არ არის კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისთვის, მაგრამ შეუძლია ბაქტერიულ გართულებებს გაუმკლავდეს). აქვე იცის უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სანდო სამედიცინო ინფორმაციის მიღება.
AstroGeorgia
Tbilisi · 6 days ago
მალხაზ გველუკაშვილი - აზრები
1. არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა შემთხვევითობა კანონზომიერია. ყოველი მარცხი ჩვენი არასწორი არჩევანის და ყოველი უბედურება - ჩვენი გაურკვევლობის შედეგია. ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ საგანთა არსი. არსში წვდომა საშუალებას მოგვცემს - გავაკეთოთ სწორი არჩევანი (ჰო, ან არა). გამოირიცხება შემთხვევითობა და წარმატება გარდუვალი გახდება. 2. ცხოვრება ომია, რომელშიც უნდა გამოვიწრთოთ, თუ გვინდა რომ ბიჯით წავიწიოთ წინ. გამარჯვება თავისით არ მოდის, ის უნდა მოვიპოვოთ. 3. იმისათვის რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა გაძლიერდე. იმისათვის რომ გაძლიერდე, აუცილებელია რომ გაათავისუფლო ნება მონობისაგან, გონება პირობითობებისაგან და რწმენა კერპებისაგან. თუ შენი ბრძოლა სამართალიანია და გჯერა რომ გაიმარჯვებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, რადგან ბოლო სიმართლისაა... და ბოლოს, ნუ გეშინია, რადგან შიში და სიკვდილი მეგობრები არიან... 4. ყველა განუხორციელებელი მიზანი - ცარიელი მიზანია. მოქმედება მხოლოდ მაშინ იქცევა მოქმედებად, როცა მას განსაზღვრავს ნება. ამიტომ ამბობენ ძველი წმინდა და საკრალური წიგნები, რომ ადამიანები განისჯებიან არა თავიანთი აზრებითა და მიზნებით, არამედ მათი საქმეების მიხედვით. იმისათვის რომ ვიყოთ, უნდა ვიმოქმედოთ. 5. ნებისმიერი ფენომენის (ადამიანის, საგნის, სიცოცხლის და თუნდაც ზოგადად პროცესის) არსებობა პირდაპირ ან ირიბად კავშირშია სხვა ფენომენის წარსულთან, აწყმოსთან და მომავალთან. შეგრძნება იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად არსებობენ და მათ შორის არანაირი კავშირი არ არის, დაფუძნებულია ან არასრულფასოვან ცოდნაზე, ან ფენომენთა არსში წვდომის უუნარობაზე. 6. ლაო ძიმ ბრძანა - სახელებმა დასაზღვრეს საგანთა საზღვრებიო. სახელი დეფინიციაა. ამიტომ ყველაფერს დაარქვით თავის სახელი და ის თავის საზღვრებში მოექცევა... ვეღარ გადმოკვეთავს თქვენს მიერ გავლებულ წითელ ხაზს. ნუ მოგერიდებათ!.. და ჩინელი ბრძენკაცის კიდევ ერთ ფრაზას გაგახსენებთ - უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება. 6. გაგება, გაცნობიერება, ცოდნა იძლევა კონტროლის საშუალებას. რაც მეტია ცნობილი ობიექტის შესახებ, მით უფრო იოლია მასზე კონტროლის განხორციელება. ცოდნაა ჭეშმარიტი ძალაუფლება. 7. გააცნობიერეთ საკუთარი "მე". ვერ იქნებით სხვისთვის ბოროტი, თუ გააცნობიერებთ რა საშინელების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ბოროტებას თქვენთვის... ამიტომაა ნათქვამი - შეიცან თავი შენი. 8. ტრანსცენდენტალური სიყვარული ეს არის შესაქმის პირველადი იმპულსი და მიზეზი. სიყვარული, თავისი არსით, ზეგრძნობადია და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიებისა. ტრანსცენდენტალური სიყვარული, როგორც ბინერი, წინააღმდეგობათა ერთიანობაა, რაც მის ნეიტრალურ სახეს განსაზღვრავს. მასში აქტიური და პასიური ელემენტები გაწონასწორებულ მთლიანობაში გვხვდებიან. ე.ი. სამყაროში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არანაერი და არავითარი წინააღმდეგობა. რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ადამიანთა დაცემული ნების, იგივე ნებელობის შედეგნი არიან. ისინი სიყვარულის საპირწონე (დაპირისპირებულ) მცნებებად ვერ გამოდგებიან: რაც უფრო მოიცავს ადამიანის სამშვინველს სიყვარული, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი. აკი თქვა კიდეც არისტოტელემ - მთავარია სიღრმე და არა სიფართოვეო. P.S. როცა ვახსენებ ინტელექტს, მე არ ვგულისხმობ მწიგნობრობას,.. მე ვგულისხმობ ღმერთისა და სამყაროს შეგრძნებასა და ხედვას. ამას სიბრძნე ეწოდება. ჩემს ახალგაზრდობაში ბევრი მოხუცი მინახავს, თავის სოფელს რომ არ გასცდენია და არც არანაირი წიგნი რომ არ წაუკითხავს, სიყვარულითა და სიბრძნით იყვნენ სავსე. სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ინტელექტუალები. მათ იცოდნენ ავისა და კარგის გარჩევა. ისინი არც ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსივით, მიწაზე პირქვედამხობილნი რომ ცდილობენ ზეცის დანახვას, და არც თანამედროვე ფანატი-სექტანტებივით, ცაში გულაღმა რომ კიდიან და მიწას ვერ ხედავენ, არ იქცეოდნენ... ისინი ფეხზე იდგნენ, თავს ასწევდნენ და ზეცას ხედავდნენ, დაწევდნენ და მიწას... ისინი არც მატერიალისტები იყვნენ და არც იდეალისტები, ისინი რეალისტები იყვნენ... და ისინი ასეთები იყვნენ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ ღმერთი და სამყარო, ოჯახი და სამშობლო... ისინი იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს კაცი იდეაში... და როცა კაცი კაცია, მაშინ ქალიც ქალია... ხოლო კაცი, რომელსაც ქალი არ უყვარს, არც სამყარო უყვარს... 9. ღმერთი უსასრულო სიკეთე და სიყვარულია. მთელი სამყარო ლაპარაკობს მასზე და მის შესახებ; მაგრამ ყველაზე უკეთ მასზე მისი სიმშვიდე და სიჩუმე მეტყველებს. 10. ადამიანურობის ერთერთი არსობრივი საფუძველი თანაგრძნობაა. თუ ნაგავში ცხოვრობ და ნაგვის სუნი არ გაწუხებს, თავადაც ნაგავი ხარ! თუ შენს გარშემო ბოროტება ზეიმობს და შენ ეს არ გაწუხებს, უზნეო ხარ! თუ შენს გარშემო ხალხი შიმშილით იხოცება და შენ ყოველდღე სავსე სუფრასთან თუნდაც სიყვარულის, ანდა სიკეთის სადღეგრძელოს ამბობ, ნაძირალა ხარ!... ჰოდა, ეცადე იყო ადამიანი! 11. ყველაზე საშიში სამართლიანი მძვინვარებაა,.. განსაუთრებით მაშინ, თუ ეს მძვინვარება საყოველთაოა... ამიტომ უფრთხილდით სამართლიან მძვინვარებას! 12. თუ ნებისმიერ ორ "სიმრავლეს" აქვთ ერთი ან რამდენიმე საერთო ელემენტი, მაშინ ეს "სიმრავლეები"ერთმანეთზე ზემოქმედებენ ამ საერთო ელემენტის (ან ელემენტთა) მეშვეობით. ასე, რომ ერთი "სიმრავლის" მართვა გვეხმარება მეორე "სიმრავლის" მართვაში,.. მართვის ხარისხი დამოკიდებულია საერთო ელემენტთა რაოდენობაზე. p.s. ეძებეთ დღევანდელ ე.წ. საპარლამენტო პოზიციას და ოპოზიციას შორის საერთო ელემენტები და შეძლებთ როგორც რეალობის შეფასებას, ასევე პროცესების მართვას. 13. ყოველი სიტყვა თავის მოქმედების არეალში ჰქმნის იმას, რასაც ამტკიცებს. 14. ანტიქრისტე ჰიპერფიზიკური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავში ატარებს მკაცრად უარყოფით და დამანგრეველ პოტენციალს, მატერიალურ სამყაროში გამოვლენის შესაძლებლობით... ფრთხილად, მას ჩვენ უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით!.. ის ყოველდღე ცდილობს სხვადასხვა გზებით ჩვენს განადგურებას,.. ხოლო როცა გკლავენ და თავს არ იცავ, თვითმკვლელი ხარ!.. ჩვენ თუ არ გვინდა, ჩვენ თუ არ დავთანხმდით, ჩვენ ვერავინ მოგვერევა!.. სიყვარულისთვის ბრძოლა კურთხეულია... 15. ერთი და იგივე ქმედება, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე შედეგს იძლევა... გამოიკვლიეთ, რომელი ცვლილებები უფრო აუცილებელია და როგორ უნდა შეინარჩუნოთ იგი (სამუდამოდ თუ არა, რაც შეიძლება დიდხანს მაინც) - ესაა წარმატების ფორმულა. 16. კაცი რომ მოკვდება ქართველები ვიტყვით - გარდაიცვალაო, ანუ გადავიდა არსებობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში... საუბედუროდ, ჩვენს ცნობიერებაში ამ სიტყვამ თავისი სიღრმული შეგრძნება დაკარგა,.. "გარდაცვალება" და "სიკვდილი" სინონიმებად იქცნენ. იშვა სიკვდილი და თან მოიტანა "შიში"... შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში - სიკვდილის შიშია. სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სულის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა. რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს. სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება,ბოროტია. ასე რომ, შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია. 17. სოდომის ცოდვა, ყველა ტრადიციის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვაა... ჩემის ღრმა რწმენით, ეს არის სვლა სამყაროს კანონების წინააღმდეგ... ამ კანონთა წინააღმდეგ ომში კი ჯერ არავის გაუმარჯვია... უფალი გვასწავლის: "რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც" /მათე 18.18/. დიახ, "ვისაც ყური აქვს, ისმინოს"... არსებობს ტრანცენდენტალური ეთიკა (მორალი, ზნეობა...), და მას ვერავინ გაექცევა... ტრანცენდენტალური სამართლისა და სასამართლოს (ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით, იგივე - უმაღლესი სასამართლო) წინაშე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, და ისე ნუ ვიზამთ, რომ მთელი სამყარო თავზე დაგვემხოს... ერთიანი მსოფლიური (იგულისხმება, როგორც ფიზიკურ, ასევე ასტრალურ და მენტალურ სივრცეთა ერთიანობა) ველის დაბინძურების უფლებას არავინ მოგვცემს, რადგან ეს იქნება ტრანსცენდენტალური სიყვარულისა და ტრანცენდენტალური სიცოცხლის რღვევის დასაწყისი.სასიცოცხლო ენერგია მხოლოდ ბინერში (ბინერი - წინააღმდეგობათა ერთიანობაა: აქტიური და პასიური, ჰო და არა, მამაკაცი და დედაკაცი, და ა.შ.) იქმნება, და ჩვენ ამ კანონის დარღვევას არ გვაპატიებენ... მე იმას ვამბობ, რაც უეჭველი ვიცი (საიდან, ნუ მკითხავთ) და დაჯერება თქვენი ნებაა... და კვლავ დიდი მოწიწებით გავიმეორებ მაცხოვრის სიტყვებს - "ვისაც ყური აქვს, ისმინოს". 18. დაოსური ფიზიოლოგიის მიხედვით ანუსიდან ხუთი დიაგონალი გამოდის, რომელთა მეორე ბოლო თავის ტვინში, ყიფლიბანდთან იკრიბება, მანამდე გაივლის მთელ ტვინს... დასკვნა თავად გამოიტანე - შესაძლებელია ტვინდაზიანებული კაცი (ანალური სექსი იწვევს ანუსის დაზიანებას და აქედან ტვინის დაზიანებასაც) ნორმალურად აზროვნებდეს?.. 19. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ფსევდო-ლონგინე წერდა: შემოქმედება, რომელიც ამაღლებულს არ ემსახურება, შემოქმედება არ არისო. უზნეო შემოქმედება არ არსებობს, უბრალოდ ჩვენზე ასაღებენ ყველანაირ უსულგულო, არაესთეტიურ და უზნეო ნაგავს, როგორც გენიალურს, ჩვენ კი ვეყრდნობით რა ავტორიტეტთა ჭეშმარიტებას, ვღებულობთ და ვაღიარებთ ყოველგვარ ნაგავს და გვავიწყდება, რომ მთავარი ჭეშმარიტების ავტორიტეტულობაა... 20. აშუღურ (ე.წ. ქალაქურ) სიმღერებს გრიგოლ რობაქიძე ასე ახასიათებს - სომეხი მღერის ქართულ ენაზე სპარსულ ბაიათსო... მე დავამატებდი - სპარსული ბაიათის უნიჭო რემიქსს... საუბედუროდ მსგავსი "კულტურითაა" გაჯერებული ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესი... როგორც აზროვნებ, და აზროვნება კულტურაშიც გამოიხატება, ისეთივე ზნეობა და გემოვნება გიყალიბდება, და შენი ყოფიერებაც ისევე სტრუქტურირდება... და თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, პირველ რიგში ცნობიერება უნდა გავათავისუფლოთ პირობითობებისაგან, ან სხვაგვარად, საჭიროა ცნობიერების ტრანსმუტაცია... 21. "სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია." /ლუკა 11.34/ ჰოდა, დააკვირდით თვალებს: ერთი ბოროტია; სხვა შეშინებული; ვიღაც ალალია; ვიღაცის თვალები: ყველაფერი სულ ერთია, მთავარია მე ვიყო კარგად, ჩემს მერე თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო - გვეუბნება; ვიღაცის თვალებში სიყალბე ხატია... და კიდევ ბევრი მსგავსი... ჩახედეთ თვალებში, დაუკვირდით... თქვენ ხომ უკვე კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ამ თვალების პატრონები,.. ჰოდა, ასევე მოიქცევიან მსგავსი თვალების პატრონები... დაკონკრეტებას არ ვაპირებ, იმედი მაქვს თავად გაავლებთ პარალელებს და დასკვნებსაც თავად გამოიტანთ... დააკვირდით, და არა მარტო თვალებს: ადამიანის გამომეტყველება, მისი სულის ანარეკლია - ფორმას აზრი ჰქმნის... მისმა სიტყვებმა შესაძლებელია მოგხიბლოთ და დაგატყვევოთ, თუმცა სიტყვებს შორისაცაა შესაძლებელი ქვედინებების პოვნა, მაგრამ მისი გამომეტყველება, და განსაკუთრებით მისი თვალები, თუ დაკვირვებულები იქნებით - სიმართლეს ვერ დაგიმალავთ... გააკეთეთ ეს და ნაკლებად მოტყუვდებით... და გადარჩენის შანსიც გაგეზრდებათ: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" /იოანე 8.32/.
Headline
Tbilisi · 3 months ago
შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის კვლავ დაბრუნება პიკის შემდეგ
COVID-19-ის პანდემია ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს გიგანტური ტალღის მსგავსად უტევს; ამასობაში ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ, როდის მიაღწევს ის პიკს. რა იქნება ამ „ცუნამის“ შემდეგ? პანდემიის ზოგადი ვარდნა და ნორმალურ ნიშნულზე დაბრუნება თუ რეგულარული რეციდივები? ტალღა უკვე ჩაცხრა დაავადების გავრცელების საწყის ქვეყანაში. ბოლო დღეებში იქ ინფიცირების ახალი ადგილობრივი შემთხვევები აღარ ფიქსირდება. თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფრანგი სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი ანტონი ფლაო სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაში იძიებს იმის შესაძლებლობებს, უნდა ველოდოთ თუ არა უარესს. „დავესესხები ცუნამის მკვლევრებს და მათ ტერმინს გამოვიყენებ, იქნებ ჩინეთს ჯერ „მაცნე“ ტალღამ გადაუარა და დიდი ტალღა ჯერ გზაშია?“ — წერს ფლაო. ეპიდემიების განვითარების კომპლექსურობის გასარკვევად, საჭიროა დავუბრუნდეთ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოს, როდესაც ესპანური გრიპის ტალღებმა დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, უფრო მეტი, ვიდრე თავად ამ ომმა. შემდეგ ვირუსი გაქრა. კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ, მათემატიკოსებს თავსატეხს უჩენდა. 1920-იანი წლების ბოლოს, შოტლანდიელმა უილიამ ოგილვი კერმაკმა და ანდერსონ გრეი მაკკენდრიკმა შექმნეს მოდელები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას იძლეოდა ეპიდემიების დინამიკის შესახებ. როგორც კერმაკმა და მაკკენდრიკმა აღმოაჩინეს, ეპიდემია იმის გამო კი არ დასრულებულა, რომ მან მოწყვლადი ადამიანები ამოწურა, არამედ იმიტომ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატებამ მიგვაღწევინა ე. წ. კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრამდე. „კოლექტიური იმუნიტეტი არის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიზებული ადამიანების (როგორც ინფექციის, ისე ვაქცინაციის მიერ) პროპორცია, რომლის მიღწევაც საჭიროა ვირუსის ხელახლა გამოცოცხლების რისკის შესაჩერებლად“, — ამბობს ანტონი ფლაო, ჟენევის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ეს პროპორცია დამოკიდებულია უნარზე, რომლითაც ის ინფიცირებულიდან ჯანმრთელ ადამიანს გადაეცემა. რაც უფრო გადამდებია დაავადება, უფრო მაღალია იმუნიზებულ ადამიანთა რაოდენობა და ვირუსიც შედარებით მალე ჩერდება. „COVID-19-ის შემთხვევაში, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღებად და პანდემიის მოსასპობად საჭიროა მოსახლეობის 50-66 პროცენტის ინფიცირება“, — ამბობს ფლაო. თავად გადადების მაჩვენებელი ღია და ცვალებადია, შეესაბამება პრევენციისთვის მიღებულ ზომებს, მაგალითად, კარანტინს, შეკავებას და პოტენციურად ამინდსაც. ფლაოს თქმით, თუ ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს აინფიცირებს, ეპიდემიაც სრულდება. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია 1tv.ge-ს მიერ. #news #coronavirus #covid19
AstroGeorgia
Tbilisi · 3 weeks ago
გონებაში აზრების წარმომავლობა, მოქმედება და მართვის აუცილებლობა
დავიწყოთ იმით, რომ ყველა და ყველაფერი ერთი მთელის ნაწილს წარმოადგენს, რომლისგანაც შედგება ეს მთელი და, ბუნებრივია, ერთი დეტალი მეორე დეტალზე და ზოგადად მთელზე, როგორც საათის მექანიზმის კბილანები, მიზეზ-შედეგობრივად, ზუსტად ასე ზემოქმედებენ და მუშაობენ ერთმანეთზე... გამომდინარე აქედან, ოკულტური სფეროს კონკრეტული მეცნიერება, რომელსაც ასტროლოგია ჰქვია, შეისწავლის კოსმოსში არსებულ ენერგოინფორმაციულ ნაკადებს კონკრეტულ პერიოდებთან დაკავშირებით, თუ როდის როგორი ინფორმაციული ნაკადი შემოდის პლანეტა დედამიწაზე და როგორ აისახება კონკრეტულ ინდივიდებზე, სახელმწიფოებზე და მოვლენებზე... ესე იგი, საქმე გვაქვს ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი ნების გარეშე სამყაროში აღძრულ ტენდენციებთან, რომლებიც ჩვენს აღქმაში აფორმირებენ მოვლენათა და ჩვენსავე ინდივიდუალრ მდგომარეობათა მიმართ კონკრეტულ ინტერპრეტაციებს, ჩვენში უკვე არსებული აღქმის დიაპაზონებიდან გამომდინარე, რომელი დიაპაზონებიც, დაბადების მომენტში ისევ სამყაროში არსებულმა ინფორმაიცულმა ნაკადმა წარმოქმნა და განაპირობა... ესე იგი, ჩვენ დაბადებიდან გაგვაჩნია გონებრივ შესაძლებლობათა ის კომპლექტი, რომელიც ზუსტად დაბადების მომენტში ჩვენს ინდივიდუალურ სიხშირულ ველში, როგორც პრიზმაში სხივი, ისე გატყდა და მოახდინა ამ შესაძლებლობათა კომპლექტის ფორმირება... ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აზრები, რომლებიც ადამიანებს მოსდით გონებაში და ბევრს გონია, რომ ეს მისი აზრია, სინამდვილეში, არის ენერგოინფორმაციული ტოტალური, პლანეტარულ და ზოდიაქალურ განლაგებათა დინამიკიდან გამომდინარე წარმოქმნილი მუდმივცვალებადი ტალღა, რომელიც ინტენსიურად შემოედინება დედამიწაზე და რომელ დედამიწასაც, ზუსტად ისეთივე ინდივიდუალური სიხშირული პრიზმა გააჩნია, როგორიც ნებისმიერ ადამიანს და ისევე აძლევს ინტერპრეტაციას ამ ტალღას, როგორც ნებისმიერი ინდივიდუალური ადამიანი თავისი დაბადების მონეტში „დანათლებული“ თუ აღზრდის პროცესში შეძენილი ფასეულობათა სისტემებიდან გამომდინარე. დიახ, აქ საუბარი გვაქვს კოსმოსიდან შემოსული ტალღის გადამამუშავებელ ფილტრზე, პრიზმაზე, ასე ვთქვათ, რომელიც ამ ერთ პლანეტას თავისი ერთი ცალი გააჩნია, რომელი ამ ერთი ცალი პრიზმის სიხშირულ ველში 7 მილიარდზე მეტი ინდივიდუალური სიხშირული ფილტრის მქონე ადამიანი ცხოვრობს... ახლა ვთქვათ, თუ რა სიხშირულ ფილტრზე, პრიზმაზე გვაქვს საუბარი,ესაა: ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების ინდივიდუალური მანერა, ინდივიდუალური სიმძლავრე, თუ წამში რამდენი „ტერაბაიტის“ მიღება და გადამუშავება როგორ და, შემდგომ, რა შედოგობრივი გამოყენების პერსპექტივით შეუძლია ადამიანის ან პლანეტის გონს („პროცესორს“) და მათ მთლიან სქემასა და ინდივიდუალურ ორგანულ შემადგენლობას... ახლა განვიხილოთ ადამიანის სიცოცხლის ფორმის ბუნებრივი მენტალური ენერგო სტრუქტურა, თუ რა შეუძლია მას: კერძოდ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და სწორად გავაანალიზებთ,მივხვდებით, რომ ნებისმიერი კონკრეტული ფიზიკური ობიექტი, რომელსაც, ლოგიკურად გააჩნია თავისი ნატიფი მენტალური (ობიექტის იდეა, აზრი, გონი) ენერგოსტრუქტურა, შემძლეა წარმოქმნას კონკრეტული სიხშირული ენერგოინფორმაციული ტალღა, რომელი ტალღაც, დროთა განმავლობაში, მყარდება და იძენს ხილული მატერიის ან მოვლენის ფორმას. ეს ფორმებია, ასე ვთქვათ (უკვე ზემოთ განვიხილეთ, თუ რაზეა საუბარი): ✔ხილული პროცესები. ✔ფსიქიკური მდგომარეობები და მეტიც - ნატიფი პროგრამული სახის ტალღა ზემოქმედებს ელექტროტექნიკაზე, ამინდზე, სეისმურ აქტივობაზე და ხილული რეალობის უამრავ დეტალზე... სამყაროში არსებული ნებისმიერი ობიექტის ეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მოაზროვნე არსებას, ადამიანსაც გააჩნია და მეტიც - მას გარეშე ფაქტორების ზემოქმედების მიუხედავადაც შეუძლია წარმოქმნას დამოუკიდებელი მენტალური სქემა, პროგრამა ასე ვთქვათ, რომელიც სურვილის ენერგიით, ემოციური მუხტით იძენს სიცოცხლისუნარიანობას და მიილტვის აგრეთვე მყარ მატერიაში რეალიზაციისკენ... ამას, მოაზროვნე გამცნობიერებელი არსების, ადამიანის შემთხვევაში, ჰქვია მაგიური შესაძლებლობა, რომლითაც ყველა იბადება ხოლმე... ჩვენ მიმოვიხილეთ აზრების და არა მხოლოდ აზრების წარმომავლობა და თვისობრიობა, რომლის დამახასიათებელიცაა გონებაში წარმოსახული ან იდეაში წარმოქმნილი/არსებული სქემის პროგრამულობა, პროგრამა, როგორც წინასწარი გეგმა რაიმე მდგომარეობის, ან მოვლენისა, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს და სრულდება კიდეც... აქედან გამომდინარე, უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვაცნობიერებდეთ, რომ 1) ადამიანები დაბადებიდანვე არიან ბუნებით მაგები, რომლებიც ქმნიან მენტალურ პროგრამებს და ემოციური მუხტით სისრულეში მოყავთ გონებაში წარმოდგენილი სქემა მყარ მატერიალურ დონეზე. 2) პირველ პუნქტში აღწერილი მოვლენა, ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს გაუცნობიერებლად, შეუგნებლად გამოსდით, რაც ცხოვრებაში თავიანთი ბედის მწერლებად აქცევთ... 3) შესაძლებელია ზემოთა პირველ 2 პუნქტში მოცემული პროცესი ადამიანმა შეგნებულად და გაცნობიერებულად აღძრას, რაც მას საკუთარი ბედის გემოვნებიან შემოქმედად აყალიბებს... ამ ყოველივე ზემოთქმულის რეალურობაში დასარწმუნებლად გთავაზობთ სულ რაღაც 9 წლის წინანდელ ისტორიულ მოვლენას ამერიკულ კინოინდუსტრიაში: 2010 წელს მსოფლიომ იხილა ფილმ „2012“-ის პრემიერა სხვადასხვა ქვეყნის მრავალ კინოთეატრში ერთდროულად, ხოლო შემდეგი თვეების განმავლობაში ის კიდევ მეტ და მეტ კინოთეატრში, ტელევიზიებში თუ ინტერნეტსივრცეში ტრიალებდა. შეგახსენებთ ფილმის სიუჟეტს - მაიას ტომის ე.წ. კალედრის თანახმად, „მსოფლიოს აღსასრული“ უნდა დამდგარიყო 2012 წლის 21 დეკემბერს, რის შესახებაც, ფილმის რეჟისორმა კომპიუტერული სიმულაციის გზით ამ „აღსასრულის“ აზრფომები, სცენები შექმნა. ამ სცენებში ხდება მიწისძვრები, ვულკანის დიდი უზარმაზარი ამოფრქვევა, რაც მთელს პლანეტაზე იწვევს ცუნამებს და ტოტალურ ნგრევას, მსხვერპლს... ეს წარმოდგენილი სიუჟეტი ადამიანთა დიდმა რაოდენობამ ერთდროულად და გარკვეული დროის (თვეების) მანძილზე ინტენსიურად წარმოიდგინა მენტალურ სივრცეში, გონებაში, რომელზეც ფილმში მიმდინარე მოვლენების მიმართ შიში და ემოციური განცდები, შერძნებები აღეძრათ. ფაქტიურად, რა სქემაზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, მოხდა ეს: მრავალი ადამიანის გონებაში ერთდროულად წარმოიქნა სქემა, რომელიც ემოციამ გააცოცხლა და შეიქმნა მაგიური პროგრამა... გადის 1 წელი და, ზუსტად ფილმში აღწერილი სიუჟეტი რეალიზდება იაპონიაში ცნობილი ტრაგედიის სახით. მაშინ, 2011 წელს იაპონოაში ვულკანისა და სეისმური აქტივობის შედეგად დაზიანდა უამრავი მოქალაქე, წარმოქმნილმა ცუნამმა დაძირა ქალაქები და საფრთხე შეუქმნა ატომური ელექტროსადგურის მუშაობას, რასაც, შესაძლოა, რადიაციული გაჟონვის შედეგად, ბირთვული კატასტროფა გამოეწვია (გემახსოვრებათ, ალბათ, ატომური ელექტრისაქდგურის „ფოკუშიმას“ მაშინდელი კრიტიკული მდგომარეობა) და მაგ დროს, დედამიწის ღერძი კიდევ 8 სანტიმეტრით გადაიხარა... ...კიდევ ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება და თქვენც შეგიძლიათ გაიხსენოთ - თქვენს ცხოვრებაში რამდენჯერ ყოფილა, რომ რაზეც გიფიქრიათ და შეგშინებიათ გონებაში წარმოდგენილი შესაძლო რეალობისა, იმდენჯერ ერთი ეთში მომხდარა... ასე რომ, აქ უკვე უნდა დავფიქრდეთ და მეტი დრო დავუთმოთ თვითშემეცნების პროცესს: ვინ ვართ? რა შეგვიძლია? და როგორ მოხერხდეს ისე, რომ რაც ჩვენთვის მისაღებია მივიღოთ და, რაც მიუღებელია - გავუშვათ... სწორედ აქ, შეიძლება ითქვას, რომ უზენაესი შემოქმედის მსგავსი ქმნილება, რომლის შვილიც ადამიანია, შემძლეა შექმნას რეალობა, მართოს ის სასურველი მიმართულებით და გახდეს თავისივე ბედის გემოვნებიანი შემოქმედი... ავტორი ლაშა ჩხენკელი
Keso Bigvava
Tbilisi · 3 months ago
5 უფასო აპლიკაცია, რომელიც იზოლაციისას მედიტაციისა და მღვიძარების მიღწევაში დაგეხმარებათ
სოციალური დისტანცირებისა და იზოლირების საჭიროებებიდან გამომდინარე, ცოტა ხნით, ჩვენი ცხოვრების წესი შეიცვალა, რაც ერთგვარ შფოთვას უკავშირდება. ის აქტივობები, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას აქამდე აწესრიგებდა, რუტინულსა და განჭვრეტადს ხდიდა მას, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ჩვენ ვეღარ დავდივართ ოფისებში, ბარებში, კლუბებსა თუ ბიბლიოთეკებში. ვეღარ ვნახულობთ მეგობრებს, ვეღარ გავდივართ ლანჩზე საყვარელ კაფეში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით ამ შეცვლილი ყოველდღიურობის დროებითობა, მაინც ვერ ვგრძნობთ თავს კომფორტულად და კმაყოფილების განცდის მიღწევაც სულ უფრო რთული ხდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად ვიხარჯებით გონებრივად/შემოქმედებითად. სწორედ ამიტომ, საჭიროა ვიყოთ მღვიძარებაში (მაინდფულნესი), რაც ნიშნავს, რომ შევძლოთ სიფხიზლით შევხედოთ ჩვენს განცდებს, ჩვენს თავს და გავაცნობიეროთ ის, თუ რას ვგრძნობთ კონკრეტულ მომენტში. კორონავირუსის პანდემია და მისი თანმდევი დისკომფორტები ადამიანებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, თუმცა სტრესი და შფოთვა უმეტესობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია. სოციალური ქსელების სქროლვა სიმშვიდესა და მღვიძარებას ვერ მოგიტანთ, ამის მიღწევისთვის, აუცილებელია საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღება. იმის გაცნობიერება, რომ თუ განჭვრეტადობის განცდის შემქმნელ რიტუალებს თვითონ არ შევქმნით, ახალ მოცემულობაში ადაპტირება უფრო რთული იქნება. ამ კუთხით, არსებობს დამხმარე აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლიათ ყოველდღიური, ფსიქიკისთვის საკეთილდღეო პრაქტიკების შემუშავებასა და დანერგვაში დაგვეხმარონ. ქვემოთ, ჩამონათვალის სახით შემოგთავაზებთ 5 აპლიკაციას, რომელთა უმეტესობამაც, კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა და თვითიზოლაციის საჭიროების კვალდაკვალ, უფასო გახადა რიგი სერვისები და ამასთან, შეიმუშავა სპეციალური პროგრამები COVID-19-თან დაკავშირებული შფოთვის შესამცირებლად. Ten Percent ეს არის შესაფერისი აპლიკაცია, თუ მინიმალური დოზით აპირებთ დაიწყოთ. აპლიკაციას აქვს პრემიუმ ვერსიაც, თუმცა ბაზისური კურსი, რომელიც მოიცავს ვიდეობსა და სესიებს, უფასოა. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ მედიტაციის გაკვეთილი იმის მიხედვით, თუ რამდენი დროის გამოყოფას აპირებთ ამისთვის – რამდენიმე წუთიდან რამდენიმესაათიან მედიტაციამდე, ინსტრუქტორთან ერთად. აქვეა უფასო ყოველდღიური კონტენტი, რომლის გამოყენებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ. მათ შორის, სპეციფიკური და ერთ-ერთი ახალი მიმართულება არის კორონავირუსით გამოწვეულ შფოთვასთან გამკლავება. აპლიკაციაში შეხვდებით უფასო მედიტაციის კურსებს, რომლებიც განსაკუთრებით, სამედიცინო პერსონალისთვისაა განკუთვნილი. ამ უკანასკნელებში, ანუ მათში, ვინც კორონავირუსის მქონე პაციენტების მკურნალობასა და მოვლაში არიან ჩართულები, COVID-19-ით გამოწვეული სტრესი და შფოთვა გაცილებით დიდია, ვიდრე იზოლაციაში მყოფ ადამიანებში. iOS-ისა და Android-ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე მოწყობილობებისთვის, აპლიკაციის გადმოსაწერ ბმულს აქვე დაგიტოვებთ – App Store, Google Play Headspace შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის აბონიმენტი თქვენი გონების სავარჯიშოდ. აპლიკაციაში ყველასთვის არსებობს განყოფილება რამდენიმე უფასო მედიტაციის სახელმძღვანელოთი, ასევე სპეციალიზებული რესურსები მუშაობისა და განათლების მიმართულებით. თუმცა, ეს აპლიკაცია უფრო მეტ შესაძლებლობას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს. კერძოდ, იმ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ში კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართულები, იქნება ეს მედპერსონალი, თუ ექიმები. მათ აქვთ უფასო წვდომა აპლიკაციის პრემიუმ ვერსიაზე. უნდა აღინიშნოს ის, რასაც კომპანიაში ამბობენ – ისინი ეძებენ გზებს, აშშ-ს ფარგლებს გარეთაც შეძლონ ამ სერვისის უფასოდ მიწოდება ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. აქვეა აპლიკაციის გადმოსაწერი ბმულები – App Store, Google Play Calm ეს არის ერთ-ერთი პოპულარული აპლიკაცია მედიტაციისა და მღვიძარების (მაინდფულნესის) მიმართულებით. ეს არის ონლაინ რესურსი, რომლის გუნდმაც მიიღო გადაწყვეტილება, COVID-19-ის გავრცელების პერიოდში, მისი ყველა მიმართულება უფასო ყოფილიყო. მეტიც, ამ რესურსზე შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ მაშინაც კი, თუ არ გადმოწერთ აპლიკაციას, ან არ შეხვალთ თქვენს ანგარიშში, ანუ ვებგვერდზეც. მღვიძარებისა და მედიტაციის სავარჯიშოები სხვადასხვა ხანგრძლივობისაა, აქვეა ერთგვარი გაწელვის სავარჯიშოები „მშვიდი სხეულისთვის“. ამ სავარჯიშოების გამოყენება შეგიძლიათ მაშინ, როცა სამსახურიდან სახლში ბრუნდებით. უფრო სწორად, იზოლაციისას, თუ დისტანციურად მუშაობთ, სამუშაო დრო მთავრდება, თქვენ უნდა დაკეცოთ ლეპტოპი და შექმნათ ერთგვარი რიტუალი, რომელიც თქვენთვის როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ დონეზე, სამსახურიდან სახლში დაბრუნებას მოასწავებს. Calm-ზე ასევე შეხვდებით რესურსებს ბავშვებისთვის, აქვე შეძლებთ „დაესწროთ“ „ჭამე, ილოცე, შეიყვარეს“ ავტორის – ელიზაბეტ გილბერტის საუბრებს შემოქმედებითობაზე, აქვეა მოწოდებები ნახევარსაათიანი ძილის ვარჯიშის შესახებ და ა.შ. რესურსი ხელმმისაწვდომია ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ, კორეულ და პორტუგალიურ ენებზე. აპლიკაციის გადმოწერა კი შემდეგი ბმულებიდან შეგიძლიათ – App Store, Google Play. ეს აპლიკაცია, დასაწყისისთვის, ბავშვებისთვის და მათი მშობლების/მასწავლებლებისთვის შეიქმნა. თუმცა, ახლა ეს არის უფასო და ყოვლისმომცველი რესურსი ყველასთვის. ის მოიცავს 41 სესიას, მღვიძარების 10 მოდულის გათვალისწინებით.Tbilisi #android #apple
Droidline
Kutaisi · 3 days ago
Android 11[Beta 2]
რამდენიმე დღის წინ Google-მა მისი ახალი Android-ის, კერძოდ კი Android 11-ის მეორე ბეტა ვერსია გამოუშვა.ცხადია ბევრი სიახლე არის, მაგრამ ისეთები რომ დიდად შესამჩნევი არ არის. ეს ყოველივე შეიძლება დაკავშირებული იქნეს იმასთან, რომ უმეტესწილად Android 11-ის დახვეწაზე მუშაობენ. პირველი ბეტა ვერსიის დროს საკმაოდ ბევრი ხარვეზი იყო და ანდროიდის მომხმარებლები რომლებიც გადავიდნენ Android 11-ის ბეტა ვერსიაზე, იქნენ გაფრთხილებულნი ამ Glitch-ების, ლაგების და Bug-ების შესახებ რადგანაც "Beta" ამას ნიშნავს.ცხადია დასრულბულ ვერსიას ჯერ ვერ ვიხილავთ, რადგანაც საჭირო არის რომ Google-მა ახალი ანდროიდი უფრო დაასტაბილუროს. რაც შეეხება სტაბილური ვერსიის გამოშვებას, Android 11-ის მეორე Beta-ს გამოსვლისთანავე გახდა ეს ცნობილი, მაგრამ ჯერ მაინც დაუზუსტებელია. მიახლოებით კი ვარაუდობენ 8 სექტემბერს. ოფიციალური თარიღი ჯერ ვერ იქნება ხელმისაწვდომი და გამოააშკარავებული , რადგანაც დარჩენილია მესამე ბეტა ვერსია, რომელიც უნდა გამოვიდეს აგვისტოს თვეში, შემდგომ კი ისევე როგორც ყოველ წელს, მესამე ბეტა ვერსიიდან რამდენიმე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი Android 11-ის დასრულებული და სტაბილური ვერსია. ეს ყველაფერი ითქვა და ასევე აღსაღნიშნავია ის ფუნქციაც, რომ Android 11-ში დაემატა დეველოპერებისთვის წვდომა, რამდენიმე კამერაზე ერთდროულად. ეს კი უკვე საშუალებას მისცემს App Developer-ებს და სხვა სმარტფონის მწარმოებლებს რომ თავიანთ Android Skin-ებშიც დანერგონ ეს ფუნქცია და შემდგომ უკვე მარტივად იქნეს შესაძლებელი ,ერთდროულად სელფის კამერის და უკანა მთავარი კამერის გამოყენება. ეს ძირითადად გამოადგებათ ვიდეო ბლოგერებს. Android 11-ის მეორე ბეტა ვერსიის ჩაწერა შესაძლებელია Pixel-ის მოწყობილობებზე(ცხადია ჯერ საჭიროა ბეტასთვის ავტორიზაცის გავლა მათი ოფიციალური საიტიდან, რის შემდგომაც მოგივათ განახლება)უფრო კონკრეტულად კი Pixel 2-დან ზემოთ. ამასთან სხვა სმარტფონებიც ჩართულები არიან. პირველ ბეტა ვერსიაში კი 5 უმნიშვნელოვანესი სიახლე ესეთი იყო: 4GB-იანი ლიმიტი მოხსნილი იქნა ვიდეოს ჩაწერის დროს. მანამდეც დავწერე მე ამ სიახლის შესახებ და დიდი ხანი იყო კიდევაც ასე , რომ არ შეეძლოთ მომხარებლებს გადაეღოთ ვიდეო რომლის ზომაც იქნებოდა 4GB-ზე მეტი. ახლა კი უკვე როდესაც თითქმის ყველა სმარტფონს აქვს შესაძლებლობა რომ 4K ვიდეო გადაიღოს, უფრო მეტი ადგილი არის საჭირო რაც იმას ნიშნავს რომ 4GB-ში 15წუთიანი 4K ვიდეოც კი ვერ ჩაეტევა, ეს პრობლემებს უქმნის ვიდეოგრაფებს რომლებიც დიდ ვიდეო მასალებს იღებენ სმარტფონებით და საკმაოდ კარგი სიახლეა ეს რომ აღარ არის არანაირი ლიმიტი ამასთან დაკავშირებით, არც ვიცი რატომ იყო ზოგადად მაგრამ რაღაც მხრივ საჭიროებას წარმოადგენდა როგორც ჩანს. უკვე Software Class-ები და API-ები რომლებიც იქნა დაწერილი , გადავიდნენ 64bit-ზე და რაც უფრო მეტ სივრცეს უქმნის ყველაფერს. ეს კი ნიშნავს ასევე იმას რომ თეორიულად ვიდეოს მაქსიმალური ზომა იქნება 2,305,843,009 GB(რაც როგორც ხვდებით ალბათ ისედაც შეუძლებელია რომ ასეთი სმარტფონი გამოვიდეს რომელსაც ამხელა მეხსიერება ექნება, ნუ მომდევნო 5 წლის მანძილზე მაინც რადგანაც არ ვიცით მომავალი რეალურად რას გვიმზადებს მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ყველაფერი Cloud სივრცეში გადადის , მგონი არ უნდა გაცდეს სმარტფონის მეხსიერება 1TB-ს(Internal Storage). Android 11 და მისი დამალული სანაგვე ურნა ფაქტია ყველას სმენია Google Photo-ზე, ასევე გეცოდინებათ ისიც რომ როდესაც ვიდეო/ფოტო ფაილს შლით , ის პირდაპირ არ იშლება და ჯერ სანაგვე ურნაში "Bin/Trash"-ში არის მოთავსებული სადაც 30 დღის მანძილზე ინახება, იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მისი დაბრუნება მოგინდებათ ან შემთხვევით წაგეშალათ. აპლიკაციები რომლებიც იყენებენ MediaStore API-ს, აქვთ 3 ახალი ფუნქცია Android 11-ში, მათ შეუძლიათ შეგეკითხონ გსურთ თუ არა რაიმე ფაილის ნაგვის ურნაში გადატანა , ასევე შესაძლებლობას იძლევიან რომ მონიშნოთ რომელიმე სახის ფაილი როგორც ურნაში მყოფი(ანუ წაშლილი) და ასევე შეგიძლიათ დრო დაუნიშნოთ თუ რამდენ ხანში გსურთ რომ იქნეს წაშლილი ფაილები Trash-იდან. არის ასევე System-Wide ლიმიტი რომელიც მოიცავს 30 დღეს , ცხადია მისი შემცირება შეგიძლიათ თუ მოისურვებთ. ამასთან ახალი მეთოდიც არის ამის ნახვის "Trashed" ფაილებზე მაქვს საუბარი , რაც შემდგომ მიცემს საშუალებას დეველოპერებს რომ გააკეთონ აპლიკაციები სწორედ ამისათვის, ანუ Recycle Bin Viewer ან რაიმე ამდაგვარი. Android 11-ს დაემატა 84 ახალი კონტროლერის მხარდაჭერა ყველამ ვიცით რომ Android სმარტფონებს შეუძლიათ Game Controller-ებთან დაკაშირება. ახალი Android თამაშები კი უკვე გრაფიკულად დატვირთულია და ზედმეტად Action არის , ამიტომ კონტროლერები უფრო და უფრო მოსახერხებელი ხდება მათ სათამაშოდ. პრობლემა კი ის არის , რომ ძალიან ბევრი კარგი კონტროლერი არის ბაზარზე რომლებიც უბრალოდ ვერ მუშაობენ ანდროიდთან კარგად. მომხმარებლებს კი უმეტესწილად უწევდათ Xbox-ის ან Playstation-ის კონტროლერის ყიდვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ყველაფერი კი მალე იცვლება Android 11-თან ერთად , რადგანაც დაემატა 84 ახალი კონტროლერის მხარდაჭერა. მათში შედის Logitech, Mad Catz, Aftermarket Xbox კონტროლერები და ა.შ(სია საკმაოდ ვრცელია). Voice Access-ს უკვე აქვს ფუნქცია იმის რომ გააკეთოს ყველაფერი რასაც თქვენ ეტყვით. Android Voice Access არის "წვდომის" ფუნქცია რომელიც აძლევს ადამიანს/მომხმარებელს საშუალებას რომ მართოს მისი ანდროიდ სმარტფონი მისივე ხმით ეს არც ახალი აპლიკაციაა და არც ახალი ფუნქცია, ეს დიდი ხანია Android-ს აქვს მაგრამ Android 11-ში საკმაოდ დაიხვეწა და გაუმჯობესდა, ახლა კი ციფრების გარეშეც შეუძლია დაინახოს რა გაქვთ ეკრანზე და რაზე მიუთითებთ. Android 11-მდე უნდა გეთქვათ Voice Accsess-ისთვის რომ გაკეთებინა ისეთი რაღაცეები როგორიც იყო, გვერდით გადასხვა, მარჯვნივ/მარცხნივ, გაეხსნა სხვადსხვა აპლიკაციები და არც ისე სწრაფი იყო. ახლანდელი გაუმჯობესებული ვარიანტი კი ზედმეტად სწრაფია მაგრამ კიდევ უფრო შეიძლება მისი გაუმჯობესება. როდესაც მას ჩართავთ თქვენი პარამეტრებიდან, უკვე შესაძლებლობა გეძლევათ რომ რასაც იტყვით ის გააკეთებინოთ , მაგალითისათვის : "Open Chrome"-ზე გახსნის თქვენს ბრაუზერს, "Open Twitter" გახსნის თქვენს Twitter აპლიკაციას და შემდგომ შეგიძლიათ უთხრათ რომ რაიმე სახით "Tweet" დაწეროს და ჩვეულებრივად რასაც ეტყვით იმას დაწერ, თუ რაიმეს არასწორად გაიგებს, ეტყვით რომ ჩაასწოროს და ვსო , ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი, ცხადია ქართულად არ არის მაგრამ ჩვენზე დიდად არავინ ღელავს რადგანაც ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ხალხის რაოდენობა ამ მსოფლიოში უფრო მეტია ვიდრე საქართველოს 3.7 მილიონი ადამიანი(2018 წლის მონაცემებით) მაგრამ საკმაოდ კარგი სიახლეა, ცხადია ბევრი არ გამოიყენებს მაგრამ უმეტესწილად ისეთი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს, ან თვალთან დაკავშირებით ან ხელებთან , ნუ "Disabled" ადამიანთა ჯგუფზე მაქვს საუბარი. Android 11 სხვადასხვა აპლიკაციებს აიძულებს Back up-ს დიახ ეს Google Cloud-ს არ ეხება მეტწილად და შეგიძლიათ სხვადასხვა აპლიკაციების Back-up განახორციელოთ Local Storage-ში. Android გვთავაზობს სრულ Backup ინფრასტრუქტურას , Google Drive-ში კი ყველა აპლიკაციას მის 25MB-იან სივრცეს აძლევს სადაც შეიძლება იქნეს შენახული App Data რათა შემდგომ Reinstall-ზე იქნეს აღდგენილი ყველაფერი, როგორც იტყვიან "Seamlessly". ამასთან არის სხვა სახის Backup-ის საშუალებაც რაც გულისხმობს ABD-ს მეშვეობით Backup-ს(Android Debug Bridge, გზა რომლითაც საშუალება ეძველა კომპიუტერს და ანდროიდ სმარტფონს ქონდეთ კომუნიკაცია). ეს ლოკალურად აკეთებს Backup-ს და ინახავს ფაილებს თქვენს კომპიუტერში, არც ისე რთულია და ყველას შეუძლია ამის გაკეთება. ძალიან საინტერესო და პრობლემებით მოცულია Android 11-ის ბეტა ვერსია მაგრამ პირველივეში საკმაოდ ბევრი სიახლე არის, მიუხედავად იმისა რომ დიდად არ ჩანს ეს ყველაფერი მაგრამ 100მდე სიახლეა რომელიც შენიშნეს მომხმარებლებმა, უმეტესობა უფრო Fix-ებია მაგრამ უფრო Smooth-ი ხდება Android, უფრო დახვეწილი და სასიამოვნოდ გამოსაყენებელი. Android 11 საკმაოდ დახვეწილი წარდგება ჩვენს წინაშე სექტემბრის თვეში და როგორც ყოველთვის მადლობა ყურადღებისათვის Peace ✌ Photo source(xda-developers.com)#DroidLineNews#feedcgrantFeedc
Gi Ga
Tbilisi · 5 days ago
ფემინიზმი, ცრუ ტერმინი "ფემიციდი" და რეალობა
რა არის ფემინიზმი? ტერმინი პირველად 1895 წელს იხმარა ელის როსიმ როგორც ქალთა მოძრაობის აღმნიშვნელი სიტყვა, ფემინიზმი როგორც თეორია წარმოიშვა ქალთა მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციიდან ისტორიული უსამართლობიდან დასავლურ ცივილიზაციაში (ამ პერიოდში (1920 იან წლებში) ქართულ პარლამენტს 6 ქალი დეპუტატი ჰყავდა, ასევე ქალი მეფეები ისტორიის მანძილზე) პატრიარქალური წყობიდან მამაკაცთა დომინირების უალტირნატივობის კრიტიკის შედეგად. რეალურად მართლაც ხდებოდა ქალთა დისკრიმინაცია სქესის მიხედვით სამოქალაქო უფლებებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რამაც დაგროვებული უკმაყოფილება სამოქალაქო ამბოხამდე და პროტესტების ტალღამდე მიიყვანა. მე 19 საუკუნის შუა წლებში ბრიტანეთში და და ამერიკის შეერთებული შტატებში საარჩევნო უფლებების მოპოვების მიზნით კამპანიების გატარება დაიწყო, ამ მცდელობებმა გარკვეული გარდაქმნები მოახდინეს თუმცა ტრადიციული დამოკიდებულება ძნელად იცვლებოდა. ბრიტანეთში მაგალითად ქალებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭების წინააღმდეგი თავადაც ქალი-დედოფალი ვიქტორია იყო. ფემინიზმის განვითარების ე.წ "მეორე ტალღა" ანუ ახალი ეტაპი მე 20 საუკუნის 60 იანი წლებიდან განახლდა. ამ შემთხვევებში უკვე იგი გადაიქცა ე.წ "სექსუალური რევოლუციის" ნაწილად და დიდწილად მან იქონია გავლენა ქალთა სექსუალურ "ემანსიპაციაში" (დამოუკიდებლობა) სექსულური თავისუფლება ქალის როგორც პიროვნების აღქმის ნაწილად იქცა რაც ასევე სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს. ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს სექსუალური ცხოვრება თავის არსებობის გარკვეულ ეტაპეპზე. ანუ ეს ორი მიმდინარეობა ქალთა ხმის უფლებების, თანასწორობის, სექსუალურობის უფლებები რეალურად მართლაც ეკუთვნოდათ და მიიღეს, რეალურად თანასწორობა სწორედ ფემინიზმის მეორე ტალღის შემდეგ დადგა მაგრამ ფემინიზმი ამით არ დასრულებულა. ქალთა მცირე ჯგუფმა ე.წ "მებრძოლმა ფემინისტებმა" თავი გააიგივეს რასობრივ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებთან და მათთან ერთად დაიწყეს ფემინიზმის ე.წ "მესამე ტალღა" რომლის მიზანი გახდა ე.წ პოზიტიური დისკრიმინაცია" რაც არაფრით განსხვავდება მამაკაცური *სექსიზმისგან* რასაც თავად ფემინისტები ებრძვიან. ქალთა საუკუნოვანმა ბრძოლამ თანასწორობისთვის ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. უკეთ რომ აგიხსნათ მარტივ მაგალითებს მოვიყვან-მეშახტეთა, მუშა-მშენებელთა, ასფალტის დამგებთა, მანქანების ხელოსანთა, მენაგვეთა 99,9 % მამაკაცია! სამაგიეროდ ე.წ გენდერული კვოტირების (ანუ სავალდებულო საკანონმდებლო სქესობრივი დისკრიმინაციის) 25 % ქალი უნდა იყოს. აი ასე პირდაპირ პარლამენტის სკამებზე. ამასაც რომ თავი დავანებოთ საკანონმდებლო დონეზე არსებულ პრივილეგიებს არაფერი ცვლის- ქალთა საპენსიო ასაკი 5 წლით დაბალია, მამაკაცის 5 წლით მეტი, ქალების 90% განქორწინების შემდეგ რჩება ბავშვის(ბავშვების) მეურვე + მამას ეკისრება ალიმენტის გადახდა. ქალს შეუძლია აბორტი გაიკეთოს ბავშვის ბიოლოგიური მამის ნებართვის და თანხმობის გარეშე! ქალები ყოველთვის მსუბუქ და ნაკლებად სტრესულ სამსახურში მუშაობას ამჯობინებენ თორემ არავის აუკრძალავს მათთვის მენაგვედ, ასფალტის დამგებად, მეშახტედ, მემანქანედ ან მშენებლად მუშაობა, მაგრამ რატომღაც 90% კაცების აშენებულ ოფისებში მშვიდად ზიან კომპიუტერთან და 6 საათიანი სამუშაო გრაფიკით წუწუნებენ. ამით არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მხოლოდ ფაქტები მომყავს მაგალითად. ბოლო პერიოდში შეინიშნება პოზიტიური ცვლილებები ქალთა აქტიურობა ძალოვან უწყებებში პოლიციასა და ჯარში თუმცა აქაც ქალები უფრო ნაკლებს აკეთებენ და უფრო ნაკლები მოეთხოვებათ (ნორმატივების ჩათვლით) რეალურად ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობა კიდე შორსაა და სახეზე ქალთა პრივილეგირებული მდგომარეობაა. როგორია რიგითი ფემინისტის ერთი დღე? ის იღვიძებს სახლში რომელიც კაცმა დააპროექტა და კაცებმა ააშენეს, იზმორება საწოლზე რომელიც კაცებმა გააკეთეს, დგება, ანთებს შუქს რომელიც კაცმა მოიგონა, შედის საპირფარეშოში ჯდება უნიტაზზე და იცლება ფეკალური მასისგან იმ კანალიზაციაში რომელიც ასევე კაცებმა გამოიყვანეს და დაამონტაჟეს, შემდეგ იცვამს კაცების შეკერილ ბრენდის ტანსაცმელს, იკეთებს მაკიაჟს რომელიც კაცებმა გააკეთეს, ხელში იღებს მობილურ ტელეფონს რომელიც ასევე კაცმა მოიგონა და შექმნა, გადის ქუჩაში და მიაბიჯებს ასფალტზე რომელიც რამდენიმე დღის წინ კაცებმა დააგეს, ჯდება ტრანსპორტში რომელსაც კაცი მართავს, მიდის სამსახურში რომელშიც კაცია უფროსი, გადის შესვენებაზე, რთავს ინტერნეტს რომელიც კაცმა მოიგონა, შედის სოც.ქსელში რომელიც კაცმა შექმნა და წერს სტატუსს "ყველა კაცი ერთნაირია, მეზიზღებით, მალე მოკვდით საზიზღარო კუტუს მატარებლებო!" ეს რა თქმა უნდა ხუმრობა იყო თუმცა ამ ხუმრობით სატირულად დაგანახეთ რეალობა. სამწუხაროდ სამყარო ჯერაც კაცების მხრებზე დგას და ამაში ცუდი არაფერია, ეს იმას არ ნიშნავს რომ ქალი რამით კაცზე ნაკლებია. ქალს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს არაფრით არაა კაცზე ნაკლები (თუ ფიზიკურ სიძლიერეს და დომინანტობისკენ ბუნებრივ სწრაფვას არ ჩავთვლით, რაც რიგ შემთხვევებში პირიქითაც გვხვდება) მენტალურადაც და ყველანაირად ქალს შეუძლია გააკეთოს ის საქმეები და ის ვალდებულებები რასაც კაცი აკეთებს, უბრალოდ მათ ეს არ სურთ, რადგან ბუნებრივად კომფორტი უყვართ, ხოლო ვისაც სურს შეუძლია და აკეთებს. არაა აუცილებელი ხელოვნური ჩარევები კვოტირებები და სხვა დისკრიმინაციული კანონები იმის აღმოსაფხვრელად რაც რეალურად ისედაც არ არსებობს. ახლა კი გავერკვიოთ ტერმინ "ფემიციდში" რა არის ფემიციდი? ვიკიპედიის განმარტებით ესაა "მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ რომ ისინი ქალები არიან! ანუ ამ სრულ სიგიჟეს და სისულელეს თუ დავუჯერებთ სადღაც არსებობენ ბოროტი კაცები რომლებიც ჩუმად კლავენ ქალებს იმიტომ რომ ქალები არიან. სხვა მიზეზი არ აქვთ. აი დაინახეს ქუჩაში ქალი და *ვერ ვიტან ქალებს, ქალი უნდა მოვკლაო* ფიქრობენ და კლავენ მათ. რა თქმა უნდა მსოფლიო ისტორიაში არიან სერიული მკვლელები რომლებიც თავისზე სუსტს კლავდნენ და ხშირ შემთხვევაში ეს ქალები იყვნენ მაგ. ტედ ბანდი რომელსაც 60 ზე მეტი გოგონა ჰყავდა მოკლული. ასევე ანდრეი ჩიკატილო, როდნი ალკალა, და სხვა მაგრამ ეს სერიული მკვლელები იყვნენ ავადმყოფები, ას კაცში შეიძლება ერთი ავადმყოფი გამოერიოს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ კაცები ქალებს განსხვავებული სქესის გამო კლავენ, ასევე არსებობდნენ სერიული მკვლელი ქალები მაგალითად ნენი დოსი რომელმაც ოთხი ქმარი მოწამლა, ასევე შვიდი მამაკაცი მოკლა, და რა ქვია ასეთ შემთხვევებს? ფემიციდს არ აქვს ადგილი? ასევე ცნობილია ქალი მანიაკი უნგრეთის გრაფინია ელიზაბეტ ბატორი რომელსაც 600 მდე ქალწულის მკვლელობაში დასდეს ბრალი და საკუთარ კოშკში გამოკეტეს სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა თუ ქალი კლავს ქალს ის არაა ფემიციდი, ან თუ ქალი კლავს კაცებს, ეს არაფერი არაა არც ის შემთხვევა თუ მამაკაცი კლავს მამაკაცს, მაგრამ თუ კაცი მოკლავს ქალს რაიმე მიზეზით (ნებისმიერი მიზეზით მკვლელობა მაინც გაუმართლებელია) ესაა ფემიციდი. ასევე უდიდესი როლი ენიჭება ე.წ. *მედიას* რომელიც თითოეული ქალის მკვლელობას ცალკე საგანგაშოდ აშუქებს და მას მაშინვე *ფემიციდის* იარლიყს აკრავს, ხოლო კაცების მიერ ერთმანეთის მკვლელობებზე დუმს ან ცალყბად აშუქებს, სექსის განურჩევლად მოდით შევთანხმდეთ! მკვლელობა მკვლელობაა და ამორალურია ყველანაირად დანაშაული და მკვლელობის სქესის მიხედვით გარჩევა უბრალოდ არაეთიკური და არასწორია. ახლა კი სტატისტიკა ვნახოთ თუ როგორაა ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში და მსოფლიოში. 2016 წელს საქართველოში მოკლული იქნა 32 ქალი და 155 კაცი, 2017 წელს 26 ქალი და 211 მამაკაცი, 2018 წელს 11 ქალი და 125 მამაკაცი, 2019 წელს ერთ შემთხვევაში ოჯახური ძალადობისას ქალმა მოკლა ქალი (დამ და) დღეს ჩვენს ქვეყანაში 950.000 ოჯახია, ამათგან ოჯახური ძალადობა 5874 ოჯახში დაფიქსირდა 2018 წელს რაც საერთო მაჩვენებლის 0.6 % ია. ანუ ყოველი 1000 ოჯახიდან 6 ში ფიქსირდება ძალადობა. ეს 0.6 % რა თქმა უნდა საშინელებაა და უნდა ვეცადოთ მის აღმოფხვრას. მოდით ვნახოთ სხვა ქვეყნებში როგორია მსგავსი მაჩვენებელი. მაგ. გერმანიაში სადაც შედარებით ლიბერალური კანონმდებლობა და უკეთესი ფემინისტური კანონებია 2018 წელს 41 მლნ 337 000 ოჯახი, აქედან გამოვრიცხოთ მარტოხელა დედები და გვრჩება 24.044 000 ოჯახი, აქედან 2018 წელს დაფიქსირდა 114.393 ოჯახური ძალადობის ფაქტი. ანუ 24.044.000 ის 0.5 % გამოდის რომ საქართველოსა და გერმანიაში დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებელია. დიდ ბრიტანეთში არის 18.200.000 ოჯახი დაფიქსირებული, 2018 წელს 341.000 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც საერთო მაჩვენებლის 1.87% ია. ანუ ჩვენზე განვითარებულ დიდ ბრიტანეთში სამჯერ მეტია ქალზე ძალადობა ვიდრე საქართველოში. სამწუხაროდ ბუზის სპილოდ წარმოჩენის პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია არა მარტო გენდერულ არამედ სხვა სფეროებშიც. და ბოლოს ერთი რეზიუმე ფემინისტები ცდილობენ ქალები კაცების მტრებად აქციონ და გენდერული შუღლი გააღვივონ რაც თავისთავად დამღუპველია კაცობრიობისთვის. ფემინიზმის გარდა დასავლეთში მომრავლდა ანტიფემინისტური მოძრაობა რასაც ფემინური ქალური გოგონები გამოდიან ფემინიზმის წინააღმდეგ. ეს მშვენიერი არსებები აღიარებენ ქალის ბუნებრივ ქალურ მდგომარეობას და არ ემხრობიან მამაკაცებია წინააღმდეგ მიმართულ პროტესტებს. ფემინიზმის რეალური მიზეზი და მიზანი დაკარგულია 21 ე საუკუნეში რადგან ქალებს ისედაც ყველა ის უფლება აქვთ რაც მამაკაცებს და ზოგ შემთხვევებში პრივილეგიებიც აქვთ (სავადებულო ჯარი, დაბალი საპენსიო ასაკი, განქორწინების შემდგომი მეურვეობის უფლება, დეკრეტული შვებულება, აბორტის უფლება ბავშვის მამის ნებართვის გარეშე, ალიმენტი და სხვ) თუმცა მაინც მოითხოვენ იმაზე მეტ უფლებებს რაც უკვე აქვთ და რის იქითაც უკვე არა თანასწორობა არამედ პრივილეგირებულობაა. ფემინისტების საბოლოო მიზანი გამოგენდერებული ტესტოსტერონისგან დაცლილი ფემინური ბიჭუნების გამრავლებაა რომლებსაც თავის ჭკუაზე და ნებაზე ატრიალებენ და რომლებსაც არა ქალის ან სამშობლოს არამედ საკუთარი ტრ*ის დაცვაც არ შეეძლებათ. სწორედ ამიტომ არის ფემინიზმი კაცობრიობის კიბო.
+14
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Tbilisi · 4 days ago
ეკოლოგია
თვითონ ეს ტერმინი, რომელიც გარემოს დაცვის აღსანიშნავად გამოიყენება ბერძნული სიტყვაა (Oikos - სახლი, გარემო; Logos - შეცნობა) და გარემოს შესწავლას გულისხმობს. იმ გარემოსი რომელსაც ადამიანი დღესაც, 21-ე საუკუნეშიც დიდ ზიანს აყენებს. უამრავ წყაროში გვხვდება ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა საფრთხის შემცველია მისდამი უყურადღებობა და უდიერი მოპყრობა. მაგრამ ადამიანები არ ითვალისწინებენ წარსულ გამოცდილებას და მაინც არ დგამენ მკვეთრ ნაბიჯებს. რა იგულისხმება მკვეთრ ნაბიჯებში? ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურება და სხვა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მკვეთრი და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ავიღოთ ჩვენი ქვეყანა, ყველა ვხვდებით რომ, თუ არსებულ ეკოსისტემას არ გავუფრთხილდებით ყველაზე ბრუტალურ შედეგს მივიღებთ, რომელთა შორის უმძიმესი ცოცხალი არსებების განადგურება მათ შორის ადამიანის. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ჩვენი უმოქმედობით. მაგალითისთვის ავიღოთ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილთა სტატისტიკა: სიმსივნე - 35 394 ადამიანი; სასუნთქი სისტემის დაავადებები - 13 893 ადამიანი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები - 101 775 ადამიანი. როგორც კვლევები ამბობენ ზემოთ აღნიშნულ დაავადებებს, კავშირი აქვთ გარემოზე უდეირ მოპყრობასთან და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, ამ დაავადებებისა ესაა. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველო ჰაერის სისუფთავის ინდექსით 109-ე ადგილს იკავებს. სუფთა ჰაერის პირველი მტერი კი ავტომობილებიდან და ქარხანა-დანადგარებიდან გამოყოფილი გამონაბოლქვია. ნივთიერებები, როგორიცაა: მტვრის მყარი ნაწილაკები; NO2(აზოტის დიოქსიდი); SO2(გოგირდის დიოქსიდი) PM-2.5,PM-10 ერევა იმ ჰაერს რომლსაც ჩვენ ვსუნთქავთ. და მაინც რა პრობლემებს იწვევს ? ის გამომწვევია ისეთი პრობლემებისა, როგორიცაა: სიმსივნე, თვალის გაღიზიანება, ბრონქიტი, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა და სხვა. თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს „დიზელზე“ მომუშავე ავტომობილების გადაადგილება და უფილტრო ქარხნების ფუნქციონირება. უამრავმა სახელმწიფომ დაიწყო ელექტროავტომობილებზე და ველოსიპედებზე გადაჯდომა. მაგალითად: მსოფლიოში პირველად, ავსტრიის ქალაქ ბაირონ ბეიში უნდა მოხდეს 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე მატარებლის ამუშავება. „SunMan”-ის მზის პანელები დამონტაჟებულია მატარებლის სახურავზე, რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას, 77კვ/სთ. მატარებლის ელემენტებს დაახლოებით იგივე შესაძლებლობის სიმძლიერე აქვს, რაც „ტესლას S“ მოდელს და დატენვა ჰყოფნის 12-დან 15-მდე მარშუტის შესრულებას. ამასთანავე იგი ინაზღაურებს დახარჯული ენერგიის 25%-ს. თავდაპირველად მატარებლით მოსახლეობა მხოლოდ შაბათ-კვირას ისარგებლებს, მაგრამ იანვრიდან ის სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, იმისა თუ როგორ ებრძვის განვითარებული სახელმწიფო ჰაერის დაბინძურებას. ის ხომ მხოლოდ დაავადებების გამომწვევი არა. დაბინძურებული ჰაერი ტემპერატურის მატების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, რაც თავის მხრივ იწვევს ყინულის საფარის დნობას და ხანძრებს. მაგ: 1972 წლის შემდგომ, გრენლანდიის ყინულის საფარის დნობამ, ზღვის დონის 1,27 სმ-ით აწევა გამოიწვია. აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სტატისტიკის ნახევარი გასულ რვა წელზე მოდის. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ვარაუდობენ რომ, დანიის ყინულოვანი საფარი 1000 წელიწადში გადნება, რაც წყლის 27მ-ით მომატებას გამოიწვევს. დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კლიმატოლოგი, რუთ მოტარამი ამ ქრონოლოგიას ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ ტემპერატურის 1,5-2 გრადუსით მომატების შემთხვევაში, დადგება წერტილი რომლის, იქითაც გრენლანდიის ყინულოვანის საფარის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. დნობის პროცესი ასევეა აჩქარებული დედამიწის მეორე მხარეს, ანტარქტიდაზე. გასული 10 წლის განმავლობაში კონტინენტი ყოველწლიურად 252 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა, რაც შეეხება გრენლანდიას, ის წელიწადში 286 მილიარდ ტონას. ამ ციფრების ნაწილი ახერხებს განმეორებით გაყინვას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის წყლის დონის დასაწევად. ანტარქტიდისა და გრენლანდიის ყინულოვან საფარში თავმოყრილია მსოფლიო მტკნარი წყლის 99%. მათი გადნობის შემთხვევაში ხმელეთის დიდი ნაწილი დაიფარება წყლით, მაგ: ფლორიდის შტატი. მეორე უდიდესი პრობლემა რასაც ტემპერატურის მატება იწვევს ხანძრებია. იმის გამო რომ ტემპერატურა ხშირად მატულობს, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში ხშირია ხანძრები, რაც საგრძნობლად ამცირებს ტყით დაფარული ხმელეთის ნაწილს. მცენარეების მიერ გამოყოფილი ჟანგბადი ეხმარება ტემპერატურას დაწეევაში, ადამიანებს კი არსებობაში. აქვე აღსანიშნავია ცხოველები, რომლრბიც ამ ხანძრებს ეწირებიან და უამრავი სახეობა საფრთხის წინაშე დგას. იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რამხელა უბედურება მოაქვს ხანძარს გავიხსენოთ, 2019 წელს მომხდარი ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ტყის მასივის დაწვამ, რომელიც ტერიტორიული განაწილებით 9 სახელმწიფოს აერთიანებს(,ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი, საფრანგეთის გვიანა) უდიდესი ზიანი გამოიწვია თავისი მაშტაბებით. ამ ხანძრის დროს განადგურდა ათასობით ხე და დაიღუპა უამრავი ცხოველი. ეს ერთადერთი შემთხვევა არა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ვიგებთ, ამა თუ იმ ტყის დაწვის შესახებ ამბებს, რაც დიდი საფრთხის წინაშე გვაყენებს ჩვენ. განსაკუთრებული პრებლემა იქმნება ახალი ხე-მცენარეების გაზრდაში, რადგან იმისათვის, რომ მიწის დამწვარი ნაწილი აღდგეს და ის კვლავ ნაყოფიერი გახდეს მათ გასაზრდელად წლები საჭირო. ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოზონის პრობლემა, რომელიც არა ნაკლები ზიანის მომტანია. ოზონი უფერო გაზის ერთობაა, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ნაწილია. ის ქიმიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც თავის მხრივ მარტივად რეაგირებს სხვა ნივთიერებებზე. დედამიწის ზედაპირთან ახლოს მომხდარი რეაგირება, იწვევს მცენარის სიცოცხლის და ფილტვის ქსოვილების დაზიანებას, რადგან ეს რეაგირება რეზინის გახეთქვას ჰგავს. ის ასევე შთანთქავს მზის მავნე კომპონენტებს, რომლებიც „ულტრაიისფერი გამოსხივების“ სახელითაა ცნობილი. მისი ამგვარი ქმედება იცავს ცოცხალ ორგანიზმებს. მაგრამ სამწუხაროდ ქლოროფუეროკარბონების მსგავსი აირების გამო მოხდა მისი მოლეკულური სტრუქტურის დარღვევა, რამაც გამოიწვია მასში ღრმულის წარმოქმნა. ყოველწლიურად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სამხრეთ ნახევარსფეროში, გაზაფხულზე, ქიმიური რეაქციები, რომლებიც შეიცავენ ქლორსა და ბრომს, სამხრეთ პოლარულ რეგიონში ოზონს სწრაფად და სასტიკად ანადგურებენ. მისი განადგურება ცოცხალი ორგანიზმებისათვის ფატალური შედეგის მომცემია. მისი არ არსებობით მოხდება დედამიწაზე ულტრაიისფერი სხივების მოხვედრა. მეცნიერების თქმით მან შეიძლება გამოიწვიოს: ორგანიზმების დნმ-ს ცვლილება, კანის კიბო უმწვავესი ფორმით და ადამიანების სიკვდილი. ადამიანებიის ქმედებებით ჩვენ უფრო ვასწრაფებთ ამ პროცესს, მაგრამ არსებობს კვლევები, რომელთა თქმითაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ პროცესის მიმდინარეობა შემცირებულია. მსოფლიო ამ პროცესის უფრო შესამცირებლად ატარებს სხვადასხვა პრევენციებს. ერთ-ერთი ასეთი პრევენციაა: ელექტროავტომობილების მასიური გამოყენება და გამონაბოლქვის შემცირება. ეკოსისტემის უკეთ დასაცავად ადამიანებმა უნდა ვიზრუნოთ მასზე, ნებისმიერი ხერხით რომელიც მისი გადარჩენისთვის იქნება საჭირო. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ნარჩენების გადამუშავება. რომლის მეშვეობითაც მოვახერხებთ გარემო დავიცვათ დაბინძურებისგან. ეს პროცესი დაწყებულია რიგ სახელმწიფოებში, რომელთა შორისაც საქართველოა. მაგრამ ამ შესანიშნავ საქმეში ჩვენ თითოეულმა ადამიანმა უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, თუნდაც გარემოში ნარჩენების არ დაყრა.#feedcgrantFeedc Feedc Support #ჯანსაღიცხოვრება #მეცნიერება #ასტროლოგია #ეკოლოგია#feedc#newsonfeedc#feedcproject#ჩემიქალაქიმკლავს
+8
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
რატომ შეუტია კორონავირუსმა იტალიას ასე მკაცრად — ახალი კვლევა
რაც უფრო ღრმად ეხვევა მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეულ ქაოსში, ყველას გვიჩნდება სასოწარმკვეთი კითხვები – კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს იზოლაცია, როდის მიაღწევს პანდემია პიკს და ა. შ. თუმცა, ერთი რამ, რაც ამ ყველაფერში უცხადესია, არის ის, რომ ახალი დაავადება ყველაზე სახიფათოა ხანდაზმულებისთვის. ახალგაზრდებს შეიძლება სიმპტომებიც კი არ გამოუვლინდეთ და ეს ფაქტი მათი ახლობელი მოხუცებისთვის კიდევ უფრო სახიფათოა, რადგან მათ ეს ვირუსი ასაკოვან ადამიანებს შეიძლება სრულიად გაუცნობიერებლად გადასდონ. ახალმა კორონავირუსმა იტალიას განსაკუთრებით მძიმედ დაარტყა, გარდაცვლილია 5000-ზე მეტი ადამიანი. გადაჭედილი საავადმყოფოების პერსონალს უწევს ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება – ვის უმკურნალონ და ვინ სიკვდილს მიანდონ. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეპიდემია იტალიას ასე განსაკუთრებით სასტიკად შეეხო, შეიძლება ორი იყოს; ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები ჟურნალ Demographic Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში წერენ — ქვეყანა მეორეა ევროპაში ხანდაზმულთა რაოდენობით; იტალიელი ახალგაზრდები უფრო ხშირად ურთიერთობენ მოხუც ბებია-პაპებთან. ასეთი დემოგრაფიული კვლევა შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს საფრთხის შესამცირებლად ნებისმიერი ქვეყნისთვის, რადგან მრავალ ქვეყანაში პანდემია ჯერ ახლა იწყებს გავრცელებას და ფაქტობრივად, მეცნიერები ახლა სწავლობენ ამ ვირუსის გადადების გზებს ოჯახებსა და საზოგადოებებში. იტალიაში მოსახლეობის 23 პროცენტი 65 წელს გადაცილებულია. ამავე დროს, ახალგაზრდა იტალიელები ბევრს ურთიერთობენ საკუთარ მოხუცებთან. კვლევის იტალიელი თანაავტორები შენიშნავენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები სასოფლო დასახლებებში მშობლებთან და პაპა-ბებიებთან ცხოვრობენ, მაგრამ სამუშაოდ დიდ ქალაქებში, მაგალითად, მილანში დადიან. კვლევის ავტორთა აზრით, ქალაქებსა და ოჯახებს შორის ასეთმა ხშირმა მოგზაურობამ შეიძლება კიდევ უფრო გააძლიერა ახალი კორონავირუსის „ჩუმი“ გაძლიერება. ქალაქში მომუშავე და სოციალიზებული ახალგაზრდები ურთიერთობენ ბევრ ადამიანთან, სადაც შეიძლება ისინი ვირუსით დაინფიცირდნენ და ის სახლში წაიღონ. შეიძლება მათ სიმპტომები სულ არ ჰქონდეთ ან უმნიშვნელოდ აღენიშნებოდეთ, მაგრამ დააინფიცირონ მოხუცები, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი. „ვიცით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასაკოვან ადამიანებში მაღალია, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, რატომ“, — ამბობს მკვლევარი კარლოს დელ რიო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ მოხუცებს სუსტი სასუნთქი სისტემები აქვთ, რაც ხანდაზმულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს სხვა დაავადებების, მაგალითად, პნევმონიის შემთხვევებშიც ზრდის. მეცნიერთა ერთი ნაწილი კი იკვლევს, რატომ არ ერჩის COVID-19 ბავშვებს. მათი აზრით, ბავშვებს უფრო „ხელუხლებელი“ ფილტვები აქვთ, რომლებიც ჯერ არ არი დაზიანებული ცხოვრების განმავლობაში ალერგიებით, ჰაერის დამბინძურებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ანთებებით. ეს ფაქტორი მათ შეიძლება უფრო მტკიცეს ხდის ახალი კორონავირუსის შემოტევის მიმართ. მიუხედავად იტალიაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა, ვირუსი უკვე შორს და ფართოდ არის გავრცელებული. კვლევის ავტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის დემოგრაფისა და ეპიდემიოლოგის, ჯენიფერ დოუდის განცხადებით, ამ სახის დემოგრაფიული მონაცემებით, ჯანდაცვის ოფიციალურ უწყებებს გავრცელებასთან უკეთ ბრძოლა შეუძლიათ. „ერთ-ერთი რამ, რის გარკვევასაც ვცდილობდით, არის ის, რომ მხოლოდ ხანდაზმულთა იზოლაცია საკმარისი არ არის და მრუდის გაბრტყელებისთვის საჭიროა ზოგადი სოციალური დისტანცირება. მრუდის გაბრტყელება ნიშნავს ახალი ინფექციების შენელებას, რაც მკვლევრებს დამატებით დროს აძლევს პრეპარატებისა და ვაქცინების შესაქმნელად, საავადმყოფოებს კი სულის მოთქმის საშუალება ეძლევათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებისა და მოხუცების განცალკევება შეიძლება მშვენივრად მუშაობდეს თეორიაში, პრაქტიკაში ის პრობლემებს ქმნის. მაგალითად, მრუდის გასაბრტყელებლად აშშ-ში დაიხურა სკოლები. მშობლები ამასობაში სახლიდან მუშაობენ და ბავშვები ამაში ხელს უშლიან, ამიტომ შეიძლება, ისინი პაპა-ბებიებს მიაბარონ. ქვეყნებში, სადაც ბევრი ხანდაზმულია, ბევრი მათგანი ერთად ცხოვრობს მოხუცებულთა სახლებში, სადაც სოციალური დისტანცირება განსაკუთრებით ჭირს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ხანდაზმულთა დიდი ოდენობა აუცილებლად არ ნიშნავს COVID-19-ის აფეთქებას. იაპონიაში, სადაც მოსახლეობის 28 პროცენტი 65 წელს გადაცილებულია, ამჟამინდელი მონაცემებით (23 მარტი) ინფიცირებულია 825 ადამიანი, გარდაცვლილი კი 41. იტალიაში მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია – 63 928 ინფიცირებული და 6078 გარდაცვლილი. იაპონიამ, მეზობელ ჰონგ-კონგისა და სინგაპურის მსგავსად, გავრცელების ადრეულ დღეებშივე დაიწყო ადამიანთა ტესტირება და შემოიღო მკაცრი სამოგზაურო კონტროლი. კვლევის ავტორის, ჯენიფერ დოუდის განცხადებით, იტალიის მაგალითი პანდემიასთან ბრძოლაში პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაში უნდა დაგვეხმაროს. „წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ ის ზონები, სადაც ხანდაზმულთა რაოდენობა ბევრია და შესაბამისად, საჭიროა მეტი ყურადღება“. გაითალისწინეთ, თუ ბებია-პაპის მონახულება გსურთ, ძლიერ რეკომენდებულია, პანდემიის დასრულებამდე თავი შეიკავოთ მათივე ჯანმრთელობისათვის. უბრალოდ, აიღეთ ტელეფონი და მოიკითხეთ.#italy #covid19 #coronavirus #stopcovid19
Sokhumi Daily
Sokhumi · 4 weeks ago
რა უნდათ აფხაზებს?
1985 წელს, ბორჯომში ყოფნისას შევესწარი, პროფკავშირის საგზურით სოხუმიდან „დასასვენებლად“ ჩამოსული შუა ხნის აფხაზი ქალი რა გაცხარებით უმტკიცებდა ქართველ მამაკაცს: „Вы у нас отняли алфавит....вы всё у нас отняли!!!......" აფხაზეთიდან რომ ბორჯომში აგზავნიდნენ ადამიანებს „დასასვენებლად“ საბჭოთა პროფკავშირები, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ აქ განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ეს ნარატივია: „ქართველებმა, ყველაფერთან ერთად, ანბანიც წაგვართვითო!“. თავიდან შეიძლება ვერც მიხვდე ადამიანი, რა „ანბანის წართმევას“ გულისხმობდა. ან შეიძლება გეგონოს, რომ (მათი აზრით) ჰქონდათ ანბანი, რომელიც ქართველებმა „წაართვეს“. მაგრამ..... თურმე ნუ იტყვით, რომელიმე სხვა ანბანს კი არ გულისხმობენ, არამედ სწორედ იმ ანბანს რომლითაც ახლა ვწერთ და კითხულობთ. როგორ? „რანაირად“? - სრულიად უსარგებლო კითხვებია: შიზოიდურ ანტიქართულ პარანოიას რაციონალური ახსნა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, იოლი და „თავისდამამშვიდებელია“ ყველაფერი იმით ავხსნათ, რომ ეს მძვინვარე ანტიქართული ნარატივი აფხაზ ნაციონალისტებს (!).....„კრემლმა ჩაუნერგა“ კრემლი რომ იყენებს თავისი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად, ცხადია! მაგრამ „ჩაუნერგა“ მეტისმეტი გაპრიმიტივებაა - თუ ამ ეთნოსის და ქართულ-აფხაზური წინააღმდეგობის ისტორიას გადავხედავთ. საერთოდ, მენტალურად (ეს სწორედ მენტალური პრობლემაა), ძალიან ძნელია ადამიანებს შეასმინო, რომ ქართულ-აფხაზურ საუკუნოვან (!) წინააღმდეგობაში, აფხაზური საზოგადოების მძვინვარე ქართველოფობია, რასაც ისტორიული, სისტემური წინაპირობებია აქვს, პირველადია, ხოლო მისი „ინსტრუმენტალიზება“ მოსკოვის მიერ, მზაკვრული, ანტიქართული, იმპერიული, აგრესიული მიზნების განსახორციელებლად - მაინც მეორადი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში „ქართული ნარატივი“ აფხაზეთის ისტორიის შესახებ არანაკლებ პრიმიტიული და შიზოიდურია. „...აფხაზები იყვნენ ქართველები....მაგრამ მერე მთიდან ჩამოსახლდნენ აფსუა ტომები და მიითვისეს ქართული ტომის (აფხაზების) ისტორია.....“ ამ ნარატივს ავითარებდნენ თვით ყველაზე „მაღალ ინტელექტუალებად“ მიჩნეული მოღვაწენი. მაგალითად აკაკი ბაქრაძე. ზუსტად ასე, სიტყვა სიტყვით, აღწერა მან აფხაზეთის ისტორია 1989 წლის მიტინგზე. ზვიად გამსახურდიამ კი, იმავე პერიოდში მიტინგზე განაცხადა: „ქრისტიანი აფხაზები იყვნენ ქართველები, ესენი კი აფსუები არიან....“ აქ მაინც ყველაზე საინტერესო ამ ორი ნარატივის აბსოლუტური შეუთავსებლობა და შეურიგებლობაა. ორივე მათგანი შედეგია „ნაციონალიზმის“ ეპოქისათვის დამახასიათებელი დისკურსის და შესაბამის წამოდგენათა ექსტრაპოლირებისა სრულიად სხვა ეპოქაზე. მაგალითად, იგივე „აფხაზთა და ქართველთა სამეფო“. აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგები მას „აფხაზურ სახელმწიფოდ“ აცხადებენ. ხოლო ჩვენი ისტორიოგრაფია, ბუნებრივია „ქართულ სახელმწიფოდ“. არადა, შუა საუკუნეებში იდენტობა არ განისაზღვრებოდა ჩვენი ეპოქისათვის თვისებრივი „საზრისებითა თუ „კორელანტებით“. იმ ეპოქაში სულ სხვა კრიტერიუმები არსებობდა: „ტახტი“ („გვირგვინი“) ან რელიგია. იმ დროისათვის რელევანტური კითხვა იყო არა „რა ეროვნებისა ხარ?“, არამედ „რომელი ტახტის (გვირგვინისა) ხარ?“ ან „რა რწმენისა ხარ?“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მხოლოდ დღევანდელ ანუ „გათანამედროვებულ“ დისკურსში აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე საუბრობდნენ იმ დროს ელიტები, რომელი ენა გამოიყენებოდა (პირობითად) სახელმწიფო, ანუ საქმისწარმოების ენად, რა ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა....... რასაკვირველია, ჯერ ბერძნულად, ხოლო X საუკუნიდან - ქართულად. მაგრამ თანამედროვე ქართველთა წინაპრები, რომლებიც ჯერ „აფხაზეთის სამეფოში“, შემდეგ „აფხაზთა და ქართველთა სამეფოში“ ცხოვრობდნენ, ყოფითად საუბრობდნენ ქართულად ან მეგრულად, ხოლო თანამედროვე აფხაზთა წინაპრები - აფსუანურ (ადიღურ) ენაზე. მერედა რა - ამით? ელიტებისა და მასათა მიმართება ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა „დამწერლობა“, „საქმისწარმოება“, „წირვა-ლოცვის ენა“.... მხოლოდ ბევრად გვიან ხდება არსებითი - კლასიკური გაგებით „ნაციონალიზმისა“ და „ნაციონალური მშენებლობის“ ეპოქაში. ანუ, ჩვენს შემთხვევაში XIX საუკუნიდან, როდესაც სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ, ქართველ განმანათლებლებთან ერთად, „ქართველი ერის“, როგორც თანამედროვენაციონალური ერთობის „კონსტრუირება“ დაიწყო და ნებისმიერი ობიექტური, არაანგაჟირებული სპეციალისტი გეტყვით, რომ უკვე მაშინ ანუ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე „შეეჯახა“ ეს მცდელობა - ასევე ახლადშობილი „აფხაზური ნაციონალიზმის“ წინააღმდეგობას. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თუმცა დავუბრუნდეთ ისევ შუა საუკუნეებს: აფხაზებთან დისკუსიის დროს, მათთვის მუდმივად „ჩამჭრელი“ კითხვაა: თუკი „აფხაზთა სამეფო“ იმ გაგებით იყო „აფხაზური სახელმწიფო“, რასაც დღეს გულისხმობენ, მაშინ სად გაქრენ ის აფხაზები? აბა თითქოს როგორ შეიძლება და ხომ ეწინააღმდეგება ელემენტარულ საღ აზრს: თუკი აფხაზებმა შექმნეს „აფხაზური სახელმწიფო“, შემდეგ ეს სახელმწიფო ისე როგორ განვითარდა, რომ „სახელმწიფოთშემოქმედი ერი“ - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ (პირობითად) იდენტობის მატარებელი აღარ აღმოჩნდა სულ რაღაც 2 საუკუნის შემდეგ?! ამგვარი მაგალითი მსოფლიო ისტორიაში მოიძევება?......დიახ მოიძევება: მაკედონელები (დიდწილად არაბერძნული ეთნოსი) და მათი როლი საბერძნეთის ისტორიაში! საოცრად ჰგავს ქართულ-აფხაზურ ისტორიას. სხვათა შორის, არ არის შემთხვევითი, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაში, თანამედროვე საბერძნეთი, როგორც შეეძლო ისე ეწინააღმდეგებოდა სლავურ სახელმწიფო „მაკედონიას“, - ამ სახელით გაწევრებულიყო NATO-ში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩვენ ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად უნიკალური ფენომენია ქართველი ერი სწორედ იმ აზრით, რომ მან შეითავსა „ეგრთა“ და „სვანთა“ იდენტობა. შოტლანდიელები ან უელსელები „ბრიტანელები“ არიან, მაგრამ არა ინგლისელები! ევროპელისთვის ეს ძნელი გასაგებია და სწორედ ამიტომ იწვევს პროფესორ ჯორჯ ჰიუიტის მაგვართა ანტიქართულ ისტერიას. არ არის გამორიცხული, საქართველოს ისტორია რომ ნორმალურად გაგრძელებულიყო, აფსუა ანუ არაქართული ეთნოსი, დროთა განმავლობაში მართლაც ქცეულიყო „მეოთხე კომპონენტად“ ამ ერთობაში. ოღონდ განვითარების ეს ხაზი შეწყვიტეს იმ ისტორიულმა კატაკლიზმებმა, რაც XIII - XV საუკუნეებში განვითარდა ჩვენს რეგიონში: ჯერ მონღოლთა შემოსევამ და ძალიან ნიშანდობლივმა გადაწყვეტილებამ ერთიანი სამეფოს ორ (დასავლეთ და აღმოსავლეთ) ნაწილად გაყოფის შესახებ; შემდეგ, ნაწილობრივ, თემურ-ლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა, ოსმალთა ექსპანსიამ და, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიამ - მისი „დანაწევრების“ სტრატეგიით. პეტერბურგი გეგმაზომიერად ცდილობდა „მეგრულ“ და „სვანურ“ ფენომენთა განცალკევებასაც ერთიანი ქართული მატრიციდან. მაგრამ ვერ მოახერხა. აფხაზებთან მიმართებაში კი მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზეთის შემთხვევაში არსებობდა ისტორიული წინაპირობა, რომელიც ჯერ კიდევ XVIს. ჩამოყალიბდა, როდესაც აფხაზეთი და მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, ხოლო აფხაზურმა ელიტებმა (მეზობელი სამეგრელოსგან და იმერეთისგან განსხვავებით) იმპერიისადმი „ლოიალობის“ ნიშნად დაგმეს ქრისტე და მიიღეს ისლამი. შემდეგ კი ფართოდ გაავრცელეს იგი აფხაზურ მასაში. იმ ეპოქაში კი, როგორც მოგახსენეთ, სწორედ რელიგია განსაზღვრავდა იდენტობას და არა ეთნიკური წარმომავლობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . ზუსტად ამ „ლოიალობის“ წყალობით და ისლამის აღიარების გამო, აფხაზურმა ელიტებმა „მოირთეს ძალა ოსმალთა“ - აგრესიისათვის სამხრეთით და განახორციელეს მეგრული ეთნიკური ელემენტით დასახლებული რეგიონების ოკუპაცია ვიდრე მდინარე ენგურამდე. შემდგომ საუკუნეებში ამას მოჰყვა ეთნიკური იდენტობის ცვლილებაც; ანუ „მეგრელთა - გააფხაზება“: იმ აფხაზთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც დღეს, პირობითად თუ ვიტყვით, აფხაზად „იწერება“, თუმცა მეგრული გვარი აქვს და რომლის წინაპარმა (ხშირად მეხუთე-მეექვსე თაობამდე), აფხაზურის გარდა მართლა არც ერთი ენა არ იცოდა, ზუსტად იმ „გააფხაზებულთა“ შთამომავლები არიან! დღეს, მათი სახით, „XVI-XVII საუკუნე“, ოსმალთა იმპერია და მისი ერთგული, აგრესიული ჩაფარი - გამუსლიმებული აფხაზეთი გვიღრენენ იმავე სიძულვილით - ქრისტიან (ანუ ქართველ) ბავშვებს რომ იტაცებდნენ, ანაკლიაში მონათა ბაზრობაზე მიჰყავდათ და მერე სტამბულის ჰარემებში აბარებდნენ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე: ისტორიული პარადოქსია, რომ ამჟამად „აფხაზეთის ავტოკეფალიისთვის“ იბრძვიან და ამ გზით საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობენ სწორედ იმათი ეთნიკური და იდეოლოგიური შთამომავლები, ვინც (ისევ და ისევ მეზობელი სამეგრელოსგან განსხვავებით) XVI საუკუნიდან „ძალა მოირთო“ ქრისტეს გმობითა და ისლამის მიღებით. ახლა კი ჩვენზე დიდი და ჩვენზე ძველი ქრისტიანები ყოფილან თურმე - კონსტანტინეპოლშიც დარბიან და ათონის მთაზეც. XIX საუკუნეში, კავკასია რუსეთმა დაიპყრო. ბუნებრივია, მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ოსმალთა იმპერიის „ჩაფარ-საყრდენებს“ იგი აუცილებლად მოშლიდა. მოშალა კიდეც ეს საყრდენები და აფხაზ-ადიღეველები სამშობლოდან გააძევა. სწორედ მაშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა: აფხაზეთიდან 1870-იან წლებში თითქმის პირწმინდად გაძევებული აფსუა ეთნოსის არსებითი ნაწილი, 20-25 წლის შემდეგ, ესე იგი XX საუკუნის დამდეგს, აფხაზეთში დაბრუნდა, მაგრამ.....მათი თანაეთნოსელი ჩერქეზები „რატომღაც“ ვერ დაბრუნდნენ იქვე - სოჭის მიდამოებში. რატომ? ჩვენში ამას ბრიყვულად ხსნიან იმით, რომ თურმე მაშინ (1900-იანი წლების დამდეგს) იმპერია „წინასწარჭვრეტდა“ 90 წლის შემდეგ საქართველოში „ეროვნულ-განმათავისუფლებელი“ მოძრაობის დაწყებას და ანტიქართული მიზნით „შემოუშვა“ აქ აფსუები მაშინ, როდესაც „არ შემოუშვა“ ჩერქეზები ისტორიულ ჩერქეზეთში. ეს, რასაკვირველია, მითოლოგემაა - ანუ კვლავ და კვლავ „ისტორიული ექსტრაპოლაცია“. სინამდვილეში, მიზეზი ამ სხვაობისა ის იყო, რომ აფსუათა (მათ შორის ისტორიულად გააფხაზებულ მეგრელთა) აფხაზეთიდან გაძევების შემდეგ, ეს ტერიტორია დაიკავა სამეგრელოს მოსახლეობამ, რომელსაც პეტერბურგი ლოიალურად თვლიდა სწორედ ქრისტიანობის გამო. მაშასადამე, კულტურულად, ეთნიკურად, ყოფითად, ეს ტერიტორია მაინც „შეთავსებადი“ გახდა დაბრუნებულ მოჰაჯირებთან; სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი „ადაპტირებადნი“ იყვნენ კულტურულად მახლობელ გარემოში მაშინ, როდესაც სოჭის მიდამოებში იმპერიამ ჩერქეზებთან სრულიად „შეუთავსებელი“ და „არაადაპტირებადი“ გარემო შექმნა - კაზაკების ჩასახლებით. ამაზე ერთ რუს ისტორიკოსს დავიმოწმებ: „Возвращающимся Абхазам было выгодно прикидываться грузинами (мэгрелами), которых царская администрация считала лояльными". აფხაზები დღეს ძალიან ღიზიანდებიან, როცა „ფეისბუკ-ბატალიების“ დროს ეუბნები: სწორედ მეგრელებთან (ქართველებთან) კულტურულმა და ყოფითმა სიახლოვემ, მათთან ყოფითმა მსგავსებამ, „შეთავსებადობამ“ და „ადაპტირებადობამ“ გადაგარჩინათ, - დაგაბრუნათ აფხაზეთში, თორემ ისევე ვერ დაბრუნდებოდით, როგორც ჩერქეზები ვერ დაბრუნდნენო! სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი: ცარისტული ადმინისტრაცია შეცდომით (!) აღიქვამდა ამ ეთნიკურ ელემენტს „უძღები შვილის დაბრუნებად“, რომელიც ისეთივე ლოიალური იქნებოდა, როგორც ქართული, მეგრული ელემენტი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . იმპერიისადმი „ლოიალურნი“ კი გახდნენ, მაგრამ სულ სხვა საფუძველზე: XX საუკუნის დასაწყისიდან, აფხაზურმა ელიტებმაც დაიწყეს „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესი. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდნენ „მეზობელ“ საქართველოში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაწყებულ ანალოგიურ პროცესს და წარმატებით ეცადნენ იმპერიისთვის შეექმნათ ანტიქართული „ალტერნატივა“, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით: ახალ ეპოქაში უკვე აფხაზური ელიტები გახდნენ „ლოიალურნი“ იმპერიის მიმართ, ხოლო ამ ლოიალობის ნიშნად აღიარეს რუსული ენა, რომელიც ისეთივე „კორელანტი“ გახდა ამ მხრივ იმპერიული ლოიალობის და მისი ძალის მორთვისა (საქართველოს წინააღმდეგ), როგორც თავის დროზე ისლამი - ოსმალთა იმპერიის მიმართ. "Мы русскоязычные" (იგულისხმება: არალოიალური და ნაციონალისტი ქართველებისგან განსხვავებით) - იმ დროიდან მომდინარე უცდომელი ნარატივია! სინამდვილეში ეს „ლოიალობაც“, მძვინვარედ ნაციონალისტურ აფხაზურ ელიტებს, სჭირდებოდათ იმ პროცესთა „უკან შესაბრუნებლად“, რაც XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო, ანუ აფხაზეთიდან ქართველების გამოსაძევებლად! ეს იყო მათი ისტორიული მიზანი. და სამწუხაროდ, 1980-იან წლების ბოლოდან, ქართული ელიტების თუ უპასუხისმგებლო პოლიტიკანების წყალობით, ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც, ანუ, აღისრულეს ისტორიული ოცნება - „გაეწმინდათ“ აფხაზეთი საერთოქართული იდენტობის მატარებელი ელემენტისგან, გაებატონებინათ ამ ტერიტორიაზე ის იდენტობა, რომელიც XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ კატაკლიზმებში, უპირველესად ოსმალთა იმპერიაში, შემდეგ ცარისტულ ბატონობაში იღებს სათავეს. ამასთან, ანტიქართული „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესში და ახალი ეპოქის „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ შესაქმნელად, ძველი ეპოქის მათთვის ხელსაყრელ ინსტიტუტებსაც მისწვდნენ: მათ შორის „აფხაზთა სამეფოს“ და ქრისტიანობას, რომელიც თავად დაგმეს, როცა სხვა იმპერიისადმი ლოიალობის ნიშნად და მისი „ძალის მოსართავად“ ასე სჭირდებოდათ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რა ეშველება ამ ყველაფერს? არაფერი!!! ეს ორი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ პროექტი იმდენად შეუთავსებელია, მათი რაიმე სახით ან ხარისხით „კონვერგენცია“ აბსოლუტურად შეუძლებელია. მით უმეტეს, იმ რეალობაში, რაც ჩამოყალიბდა 1988-1993 წლების „ეროვნულ-გამანადგურებელი“ მოძრაობისა და კატასტროფულ მარცხთა მთელი სერიის შემდეგ, როდესაც იმავე უტვინო და უპასუხისმგებლო პოლიტიკანთა „წყალობით“, ყველაფერი წავაგეთ, ყველაფერი დავკარგეთ, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა - სამურზაყანოსა და 2008 წელს სამარცხვინოდ, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორის ჩათვლით. ახლა ერთადერთი, რაც დაგვრჩენია და რაც ნამდვილად შეგვიძლია, მხოლოდ ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვცნოთ ამ ქართველოფობიური სეპარატისტული აპენდიქსის ე.წ. „დამოუკიდებლობა“; შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება, მათ შორის ე.წ. „ჟენევის ფორმატში“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეთნოწმენდის შედეგად წარმოშობილი კვაზისახელმწიფოს „საერთაშორისო გაპრავებას“ ემსახურება; შეწყდეს ბრიყვული „ჰუმანიტარული“, სამედიცინო თუ საზღვრისპირა-სავაჭრო პროექტებით მძვინვარე ანტიქართული საზოგადოების „მოთაფვლის“ ფუჭი, მავნებლური მცდელობა მაშინ, როდესაც ეს საზოგადოება სუნთქავს და საზრდოობს საქართველოს სიძულვილით, - ეს სიძულვილი და შეურიგებლობა მისი არსებობის პირობა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია; და..........დაველოდოთ „ჩვენს“ ისტორიულ დროს. იმ იმედით, რომ მომავალ ეპოქაში მაინც აღმოგვაჩნდება საკმარისად პროფესიული, პასუხისმგებელი ელიტები, რომლებიც ადრინდელ საბედისწერო შეცდომებს არ გაიმეორებენ. წყარო: GHN.GE ავტორი: ნიკა იმნაიშვილი#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #sokhumidaily