სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139284 სომხეთში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც რისკის ზონაში იმყოფებიან ასაკის თვალსაზრისით, თავს კარგად გრძნობენ და ჩივილები არა აქვთ“, თქვა მან. „ჯანდაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, რომ ამ მომენტში პრობლემები არ გვექნება ასაკობრივ რისკჯგუფთან დაკავშირებით. ვითარება აჩვენებს, რომ საქმე ეხება ყოველი ჩვენგანის ინდივიდუალურ სოციალურ პასუხისმგებლობას“. - ამბობს ფაშინიანი. ამრიგად, სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 84-ს შეადგენს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამ დროისთვის 700-მდე ადამიანი იზოლაციაში იმყოფება და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სომხეთში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და 14 აპრილამდე გასტანს.
0