ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ ერთად, თუმცა, დისტანციურად - ზურაბიშვილი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139317 საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საზოგადოებას დაბადების დღის მოლოცვისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პირადი მაგალითის საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობას დაბადების დღეებსა თუ თავყრილობებზე შეკრებების თავშეკავებისაკენ მოუწოდებს. “ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი ჩვენთვის და მე ამას გიზიარებთ, რომ ეს უნდა გადავიტანოთ, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ ერთად, თუმცა, დისტანციურად დღევანდელ დღეს. მე მინდოდა ამ მიმართვით იმის მაგალითი მოგცეთ, რომ მე დღეს არც მეგობრები არ მყავს სახლში და არც ვიხდი დაბადების დღეს. ეს უნდა შევიგნოთ, რომ დღეს არ არის დრო არც დაბადების დღის გადახდის, არც, სამწუხაროდ ქელეხის, არც ქორწილის, ეს ყველაფერი უნდა გადავდოთ ცოტა ხნით და მერე ბევრად უფრო სხვანაირად გადავიხდით ყველაფერს, რაც საჭირო არის, მაგრამ დღეს არა. დღეს არც მეგობრებთან არ უნდა შეიკრიბოთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება მეგობრების მიმართ, რომ იმათ არ შევუქმნათ რამე საფრთხე. ნებისმიერი ჩვენთაგანი, ისე, რომ არც ვიცით, შეიძლება, ვიყოთ გადამდები, შეიძლება, ჩვენ ვატარებდეთ ამ ვირუსს, ასე რომ ძალიან უნდა გავუფრთხილეთ ჩვენს ახლობლებს, ოჯახს, მეზობელს და ჩვენი ქვეყნის ყველა მკვიდრს, ჩვენ ვართ ყველაზე პასუხისმგებელი, ” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა.
0