ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139354 პრემიერ-მინისტრის დავალებითა და მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. ქვრივიშვილის თქმით, მგზავრების აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსპორტირების მიზნით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 24 საათის განმავლობაში მობილიზებული ჰყავს კომფორტული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით ახორციელებენ მგზავრების გადაყვანას საკარანტინო ზონამდე. „ამ სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ვალდებულები ვართ მგზავრები ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით ე.წ. ჭადრაკული წყობით განვათავსოთ. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს სასტუმრომდე გარკვეული მანძილის გავლა უწევთ, ავტობუსებში ე.წ. „ლანჩბოქსებს“ ვახვედრებთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე განცხადებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებში განთავსება კომპლექსურია პროცესია - ადმინისტრაცია ქირაობს სასტუმროებს, უზრუნველყოფს სასტუმროში განთავსებული მოქალაქეების სამჯერად კვებას. „ყველაფრის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 22 სასტუმრო ვიქირავეთ. ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის პოლიციის რეკომენდაციით, სასტუმროებში ინსპექტირებას ვატარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მუშაობის რეჟიმში გადასვლა“, -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
0