ECB კორონავირუსის შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის გამო, 750 მილიარდ ევროს გამოყოფს
50 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

ევროპის ცენტრალური ბანკი კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის გამო, 750 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც „ბიბისი“ წერს, ევროპის ცენტრალური ბანკი ევროზონის ფარგლებში სახელმწიფო და კომპანიების ვალებს გამოისყიდის, მათ შორის საბერძნეთისა და იტალიის.

როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ფინანსური ინსტიტუტი ყველაფერს გააკეთებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ევროს მხარდასაჭერად.

„საგანგებო დრო საგანგებო ზომებს მოითხოვს. ჩვენი ვალდებულებები ევროზონის წინაშე უსაზღვროა და ჩვენ ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების სრულ პოტენციალს გამოვიყენებთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში“, – დაწერა კრისტინ ლაგარდმა.

ე​ვროპის ცენტრალური პროგრამა სულ მცირე 2020 წლის ბოლომდეა გათვლილი.

#business #crypto #EU #ecb #europiancentralbank
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
5
Write a comment
Similar Posts