თუ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ იქნება, საგანგებო მდგომარეობაზე გადავალთ — დიმიტრი ხუნდაძე
815 Views
Headline
Tbilisi · 6 months ago

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ თუ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დეფიციტი იქნება, ქვეყანა საგანაგებო მდგომარეობაზე გადავა. მისი თქმით, კორონავირუსის მხრივ მდგომარეობა სწორედ იმ ქვეყნებში გართულდა, სადაც სოციალური პასუხისმგებლობა დაბალ დონეზეა.

როგორც ხუნდაძე ამბობს, რასაც ვერ გააკეთებს პრემიერი, ვერც საკოორდინატო საბჭო, ვერც პოლიციელი, ეს თვითონ მოქალაქემ უნდა შეასრულოს.

"ჩვენ რატომ ვთვლით, რომ შესაძლოა, რამდენიმე დღეში მივიღოთ საგანგებო მდგომარეობა? ჩვენ ძალიან ბევრი რეგულაცია შემადგენელი საგანგებო მდგომარეობის განვახორციელეთ და სწორედ ამან მოგვცა შემსუბუქებული ვითარება, კონტროლირებადია სიტუაცია და გვაქვს დაბალი მაჩვენებელი. ზიანისა გარეშე და ასევე ტყუილის გარეშე. აუცილებელია ის, რომ მოქალაქეებმა ეს ვითარება გაითავისონ და პასუხისმგებლობა აიღონ", — განაცხადად დიმიტრი ხუნდაძემ tv პირველის ეთერში.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.

#news #politics #coronavirus
Headline
Tbilisi · 6 months ago
8
Write a comment