COVID 19-ის შესახებ საინფორმაციო კამპანია ბორჯომში

0
საქართველოს წითელი ჯვრის ბორჯომის ფილიალის კოორდინატორის - ხათუნა ბაგაურის ინიციატივით, დღეს ბორჯომში მორიგი საინფორმაციო აქტივობა განხორციელდა. ადგილობრივმა მოხალისეებმა საინფორმაციო ბროშურები მოსახლეობაში გაავრცელეს. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში განთავსდა საინფორმაციო პლაკატები. ასევე, მოსახლეობას გაუზიარეს ძირითადი რეკომენდაციები და უფასო ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაციაც. აქციის მიზანი მოსახლეობაში COVID 19-ის შესახებ ინფორმირების ამაღლება და პრევენციული ზომების გაცნობა გახლდათ.
#coronavirus
#georgiaredcross
#borjomi
Borjomi
0