19 მარტს დილით აღებული 10 პაციენტის ტესტი უარყოფითია, 15-ის ხვალ გახდება ცნობილი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139415# 19 მარტს დილით აღებული 10 პაციენტის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისივე თქმით, კიდევ 15 პაციენტის ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი: "დილით ვთქვით, რომ 9 პაციენტის ტესტირებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ სანამ დამთავრდა ტესტის აღება, მე-10-ც შემოგვემატა. ასე რომ, ათი პაციენტთან დღეს დილით აღებული ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტი ყველა უარყოფითია. შემდგომში, მეორე ეტაპად შემომატებულ პაციენტებთან აღებულია 15 ტესტი, პასუხს ხვალ დილიდან გავიგებთ, " - თქვა ეზუგბაიამ.
0