აკრძალული ქალაქი პეკინში

0
პეკინში მდებარე აკრძალული სასახლე (ჩინურად 故宫 gu gong ) დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერიული სასახელეა, ის 72 ჰექტარზეა გადაჭიმული და მასში 8, 728 ოთახია.
აკრძალული ქალაქის ზოგიერთ მონაკვეთში ვერ შეხვდებით ხეს, გადმოცემის თანახმად ხეების ჩრდილს იმპერატორთა დიდება არ უნდა დაეჩრდილა და სწორედ ამის გამო იყო აკრძალული მათი იქ დარგვა. აკრძალულ ქალაქში მინგის დინასტიის 14 და ცინგის დინასტიის 10 იმპერატორი ცხოვრობდა. მუზეუმის 40% ჯერ კიდევ გაუხსნელია ვიზიტორებისთვის და ის ნამდვილად ამართლებს სახელს.
აკრძალული ქალაქის კარიბჭეებზე 81 დეკორატიული რკინის სფეროა მიჭედებული. ძველ ჩინეთში ცხრას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და აღნიშნავდა უზენაესობას/აღმატებას. ჩიტებს ძალიან უჭირთ აკრძალული სასახლის სახურავზე გასეირნება. სახურავი სპეციალურად არის მოპირკეთებული სრიალა ზედაპირით, რათა პეკინური ფრინველებისთვის მოუხერხებელი იყო იქ მუდმივად ბინის დადება. აკრძალულ ქალაქში ასეულობით კატა ბინადრობს, ზოგიერთი მათგანი იმ კატების შთამომავლია, რომლებიც იმპერატორებსა და მათ ხარჭებს მრავლად ჰყავდათ სასახლის ტერიტორიაზე.
#ჩინეთი
#სინოლოგია
#პეკინი
#აკრძალულისასახლე
#სასახლე
#მსოფლიოსუცნაურობანი
წყარო -სინოლოგია
#მოგზაურობა
#ხელოვნება
0