კარანტინის წესი კიდევ 14-მა ადამიანმა დაარღვია

0
კარანტინის დარღვევისთვის სანქციების კანონპროექტი მზად არის, თუმცა ურჩი მოქალაქეების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. 19 მარტის მონაცემებით იმ პირების სიას, რომლებმაც კარანტინის წესები დაარღვიეს, კიდევ 14 ადამიანი დაემატა. 14-ვე პირი შსს-ს თანამშრომლებმა იძულებით კარანტინში გადაიყვანეს. დღეისთვის საქართველოში თვითიზოლაციის წესი 141-მა ადამიანმა დაარღვია. შსს მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელი რეგულაციის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
#politics
#news
#შსს
#კორონავირუსი
0