სამი ახალი შემთხვევა არის არა ევროპული წარმოშობის, ეს არის ახალი კლასტერი - ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139482 სამი ახალი შემთხვევა არის არა ევროპული წარმოშობის, ეს გახლავთ ოჯახი, რომლებმაც იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის ახალი კლასტერი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ყველა პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის. "ეს გახლავთ ოჯახი, რომლებმაც იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში, არის იდენტიფიცირებული და იმყოფება დაკვირვების ქვეშ. ასევე ჩვენ გავქვს სავარაუდო ახალი შემთხვევა, რომელიც იმყოფება აჭარაში და აჭარის ჯანდაცვის მინისტი დღის ბოლოს მოგახსენებთ ინფორმაციას", -განაცხადა ეკატერინე ტიკარძემ.
0