20 მარტი - ბედნიერების საერთაშორისო დღე

0
?ბედნიერების საერთაშორისო დღე (International Day of Happiness) 20 მარტს აღინიშნება. ეს დღესასწაული დააწესა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს, პატარა მთიანი ქვეყნის — ბუტანის ინიციატივით, რომლის მოქალაქეთა ეროვნული კეთილდღეობა მთლიანი ეროვნული ბედნიერების კოეფიციენტით იზომება. ?20 მარტი შემთხვევით არ აურჩევიათ — ეს არის გაზაფხულის ბუნიობის დღე, როცა მთელ დედამიწაზე დღე ღამეს უტოლდება და ამით დღესასწაულის ინიციატორებს იმის ხაზგასმა სურდათ, რომ პლანეტის ყველ ადამიანს თანაბრად აქვს უფლება – იყოს ბედნიერი. ?წელს არცთუ ისე სახარბიელო პერიოდს დაემთხვა ეს დღე თუმცა, შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, აუცილებელია შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, არ ავყვეთ პანიკას და ჩვენი წილი ბედნიერება გავუზიაროთ ჩვენს ირგვლივ მყოფთ ?? ❤აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება ?❤
#ბედნიერება
#ბედნიერებისაერთაშორისოდღე
#მარტი
#20მარტი
#კორონავირუსი
?
#დარჩისახლში
0