ამირან გამყრელიძე - ეპიდემიის შეკავების მთავრი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება

0
სოციალური დისტანცირება იგივე ექსპერტების მიერ ჩაითვალა როგორც ყველაზე უფრო მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელების და ეპიდემიის გავრცელების პრევენციის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, თუ რა კეთდება ქვეყანაში ეპიდემიის პრევენციის, შეკავების, ტესტირებისა და აქტიური იდენტიფიცირების თვალსაზრისით. „განვიხილეთ სცენარები, რომელიც შემუშავდა ჯანდაცვის სექტორის მიერ, ასევე დამოუკიდებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ე.წ. მათემატიკური მოდელირების მაგალითების სხვადასხვა ვერსიები ეპიდემიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში და იყო ამის შესახებ დისკუსია. რა თქმა უნდა, ჩვენ შევჯერდით მთელ რიგ საკითხებზე. პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის რომ რაც დღემდე ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები, მხედველობაში მაქვს ინფექციის შეკავებასთან და ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი სწორია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ შეკავების მექანიზმების აღსრულებაზე დ ამის მონიტორინგზე, თუ რამდენად სწორედ ხორციელდება აღსრულება იმისა, რასაც მთავრობა დღეს ადგენს და რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობას. მხედველობაში მაქვს სასწავლო პროცესის შეწყვეტა, ფრენების შეწყვეტა, მთელი რიგი დაწესებულებების მუშაობის შეჩერება, არის ეს სავაჭრო დაწესებულებები თუ სხვა დაწესებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის მონიტორინგი. ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს, რამეთუ ეპიდემიის შეკავების მთავრი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება. სოციალური დისტანცირება ექსპერტების მიერ ჩაითვალა როგორც ყველაზე უფრო მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელების და ეპიდემიის გავრცელების პრევენციის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
#კორონავირუსი
#საქართველო
#კოვიდ19
0