თენგიზ ცერცვაძე: იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ

0
პრეპარატს, რომლითაც საქართველოში ინფექციონისტები პაციენტებს კორონავირუსისგან მკურნალობენ, მალე ამერიკაც მოიხმარს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ გასცა. ამ წამალს იყენებენ საფრანგეთში, რაც ე.წ. მარსელის გაიდლაინში არის აღნიშნული. „გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის რეკომენდაციები, რომლებშიც ფრანგები „პლაქვენილს“ ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად ასახელებენ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ის ოფიციალურ რეკომენდაციას და ექსპერტების რჩევის საფუძველზე როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ პრეპარატის გამოყენება ლეგიტიმური გახდეს. ამის გამო სამსახურში მცირე ზეიმიც კი გვქონდა, იმიტომ რომ, იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
#covid19
#კორონავირუსი
#კორონა
0