მთავრობამ უნდა მოახდინონ სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის დროული რესტრუქტურიზაცია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139513 მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ და განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, მოახდინონ სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის დროული რესტრუქტურიზაცია და შესაბამისი თანხების მობილიზება კულტურის სფეროში დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციების და მათში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება , , ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მედეა მეტრეველმა განაცხადა. , , დღეს ყველა სფეროს წარმომადგენელი თანაბრად დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. დამერწმუნეთ, არანაკლებ მძიმე ვითარებაა კულტურის სფეროში. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ არასაბიუჯეტო დამოუკიდებელ სახელოვნებო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახებიც არანაკლებ დააზარალა. ჩაშლილი ფესტივალები, პროექტები, პროგრამები, შეჩერებული მცირე ბიზნესები... საუბარია არა მხოლოდ დარგების ეკონომიკურ ჭრილში დანახულ სამომავლო კრიზისზე, ასევე ქვეყანაში წარმატებული კულტურული ლანდშაფტის სრულ კოლაფსზე. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მოახდინონ სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის დროული რესტრუქტურიზაცია და შესაბამისი თანხების მობილიზება კულტურის სფეროში დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციების და მათში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლადაც. შესაბამისი სახსრების მობილიზება მარტივად შესაძლებელია პროექტ Check in Georgia-სთვის განკუთვნილი 20 მილიონიანი ფონდიდან, ასევე იმ არაერთი გაუქმებული საერთაშორისო პროექტის ბიუჯეტებიდან, რომლებიც 2020 წელს, სამწუხაროდ, უკვე ვეღარ განხორციელდება. განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აუცილებლად უნდა მოიწვიოს მრგვალი მაგიდა, სადაც, დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციების და ექსპერტების მონაწილეობით, იმსჯელებენ შემოქმედებითი ინდუსტრიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და, მათი რეკომენდაციების და საჭიროებების გათვალისწინებით, მთავრობის ანტიკრიზისულ სამოქმედო გეგმაში, შეძლებისდაგვარად, ასახავენ სპეციალური პროგრამებს, რაც ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი დახმარება იქნება. ანალოგიურ ფორმატში, ასევე ყველა სამინისტრომ უნდა გააგრძელოს კომუნიკაცია თავის სფეროში არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა ჩვენმა ქვეყანამ ეფექტური ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაოს და მომზადებული დახვდეს პანდემიის შემდგომი მოსალოდნელი მძიმე შედეგების დაძლევას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, პოლიციელებს, ჟურნალისტებს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის ჩვენი ქვეყნისთვის ამ ურთულეს დღეებში", - განაცხადა მედეა მეტრეველმა.
0