საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

0
COVID-19-ით დაინფიცირების ქვეყნის მასშტაბით 44-ე ხოლო ბათუმში მეორე ფაქტი რამდენიმე წუთის წინ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურდა. დაინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით პაციენტის ყველა შესაძლო კონტაქტი შესახებ უკვე ცნობილია. "როგორც მოგეხსენებათ, საკარანტინო ზონიდან მინიმალური ნიშნების მქონე ადამიანები გადაგვყავს ინფექციურ საავადმყოფოში. დღეს დილით 7 ადამიანი გადავიყვანეთ და ჩავუტარეთ ტესტირება, აქედან 6 უარყოფითი პასუხი ამოვიდა, ხოლო ერთს დაუდასტურდა. როგორც იცით, ბათუმში გვქონდა ერთი დადასტურებული შემთხვევა, ეს არის უკვე მეორე შემთხვევა." - ციტირებს ზაალ მიქელაძის სიტყვებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
#politics
#news
#კორონავირუსი
#coronavirus
0