აჭარაში კორონა ვირუსის კიდევ 1 შემთხვევა დადასტურდა

0
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმის ინფექცურ საავადმყოფოში კორონა ვირუსი უკვე მეორე პაციენტსაც დაუდასტურდა. „ბათუმის სავადმყოფოში 2 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ორივეს მდგომარეობა არი მსუბუქი მიმდინარეობის, მინიმალური ამ ინფექციის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებით. პირველ შემთხვევასაც ევროპასთან მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, ასევეა მეორე შეემთხვევა, მასაც ევროპასთან კონკრეტულად საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიით. ის პირდაპირ საბაჟოდან გადაყვანილი იქნა საკარანტინო ზონაში, და პირველი ტემპერატურული რეაქციის შემდეგ გადაყვანილი იქნა ინფექციურ სავადმყოფოში. ასე, რომ მას გარემოსთან, არც ნათესავებთან ან სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია. ეს არის იმპორტირებული შემთხვევა ქვეყნის გარედან“. – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
Adjara
#politics
#news
#opinion
#coronavirus
#coronaviruslive
0