ბათუმში გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები

0
სად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები? ბათუმში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ დეზინფექციის გაგრძელებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აპირებენ. "ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექცია. აქტიურად მიმდინარეობს მიკროავტობუსების სპეციალური ხსნარებით დამუშავება, ხოლო კვირაში ორჯერ - მათი დეზინფექცია" - ვკითხულობთ მერიის ვებ-გვერდზე. ბათუმში სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს (სკოლებს, ბაღებსა და უნივერსიტეტს), დღის ცენტრებსა და საჯარო ბიბლიოთეკას, ასევე ადმინისტრაციულ შენობებს. მერიის განცხადებით, მიმართვის შემთხვევაში, კერძო დაწესებულებებსაც (მაგალითად, კერძო სკოლებსა თუ რესტორნებს) აღნიშნული სამუშაოები ჩაუტარდებათ.
#ბათუმი
#ბათუმისმერია
#კორონავირუსი
#დეზინფექცია
#batumidaily
0