იტალიაში COVID19-ს რეკორდული რაოდენობის ადამიანი ემსხვერპლა

ByM.m.m.Georgia
0
იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი სწრაფად იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ამ ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის, 627 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად სახიფათო ვირუსმა ყველაზე დიდი მსხვერპლი იტალიაში გამოიწვია - აქ 4032 მოქალაქეა გარდაცვლილი. ამ წუთისთვის აპენინზე კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვიც გაზრდილია. უკანასკნელი მონაცემებით, იტალიაში ამ დაავადებით 41 021 ადამიანი არის ინფიცირებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5986 ახალი ფაქტი გამოვლინდა. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბებს - კორონავირუსის 265867 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11180 ფაქტი ფატალურად დასრულდა, ხოლო 90603 ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა.
#კორონავირუსი
#იტალია
#coronavirus
#italy
#COVID19
#news
ByM.m.m.Georgia
0