ბათუმში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
284 Views
Batumi Daily
Batumi · 6 months ago

ბათუმში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარიძემ განაცხადა.

პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდება.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში უკვე კორონავირუსის 43 შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პირი გამოჯანმრთელდა, 1925 ადამიანი კი კარანტინის რეჟიმშია.

#ბათუმი #აჭარა #კორონავირუსი #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 6 months ago
7
Write a comment