გილიერმო დელ ტორო Netflix-ისთვის “პინოქიოს” ეკრანიზაციას გადაიღებს

0
ოსკაროსანი რეჟისორი, გილიერმო დელ ტორო მედია სერვის Netflix-ისათვის ცნობილი ანიმაციური ფილმის - “პინოქიოს” ეკრანიზაციას გადაიღებს.
ფილმის სამსახიობო შემადგენლობა აერთიანებს ისეთ სახეებს, როგორებიც არიან: ტილდა სუინტონი, ქეით ბლანშეტი, ევან მაკგრეგორი, კრისტოფ ვალცი, ჯონ ტურტტურო, სერიალ Stranger Things-ის ვარსკვლავი ფინ ვოლფჰარდი. როლების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაანონსებულა.
როგორც გილიერმო დელ ტორო ამბობს, “პინოქიოს” ახალი ვერსიის გადაღება მისი ოცნების პროექტი იყო, Netflix კი იდეალური პარტნიორი აღმოჩნდა. დელ ტორომ “პინოქიოს” სცენარზე მუშაობა ჯერ კიდევ დაახლოებით 10 წლის წინ დააანონსა. ახლა კი უკვე ვიცით, რომ ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ისტორიის საინტერესო ვერსიას ეკრანებზე 2021 წლისათვის ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში Netflix-მა თანამშრომლობა კინოინდუსტრიის წამყვან რეჟისორებთან დაიწყო. მაგალითისათვის საკმარისია გავიხსენოთ მარტინ სკორსეზეს The Irishman, რომელიც ოსკარზეც კი იყო ნომინირებული. სწორედ ამგვარი ამბიციური პროექტების, რეჟისორის პერსონის და სამსახიობო შემადგენლობის გათვალისწინებით უნდა ვიფიქროთ, რომ დელ ტოროს “პინოქიო” 2021 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინომოვლენა იქნება.
#კინო
#მოდა
#netflix
#მედია
#სოციალურიმედია
0