მარგველაშვილმა სინოდი გააკრიტიკა

ByM.m.m.Georgia
0
კორონავირუსის პანდემიის გამო, 20 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელიც 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა - მღვდელმთავრებმა COVID19-ზე იმსჯელეს და საეკლესიო მღვდელმსახურებაში შესაძლო ცვლილებები განიხილეს. საბოლოოდ, მათ ზიარების წესი არ შეცვალეს. ამ ფაქტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. ექსპრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა, რომ პანდემიის დროს მსგავსი გადაწყვეტილება გაუგებრად მოეჩვენა. "ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა, საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია. მახსენდება: "ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს" (მათე 23:26)", - დაწერა მარგველაშვილმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
#კორონავირუსი
#სინოდი
#საპატრიარქო
#მარგველაშვილი
#ექსპრეზიდენტი
#პოლიტიკა
#news
#politics
#opinion
ByM.m.m.Georgia
0