ბილ გეითსი: იზოლაციის დაცვის შემთხვევაში, ქვეყნები ჩვეულ რეჟიმს 6-10 კვირაში დაუბრუნდებიან

0
მსოფლიოში ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი ბილ გეითსი აცხადებს, რომ თუკი იზოლაციის ნორმები ზედმიწევნით იქნება დაცული, მსოფლიო კორონავირუსის დამარცხებას შეძლებს და ქვეყნები ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს 6-10 კვირაში დაუბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს. „ჩინეთის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, კარანტინმა და იზოლაციამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთში ინფიცირების რიცხვი მნიშველოვნად არის შემცირებული. ჩემი აზრით, 6-10 კვირიანი კარანტინის შემთხვევაში, ქვეყნები ნორმალურ ცხოვრების რითმს დაუბრუნდებიან“, - განაცხადა ბილ გეითსმა. აღსანიშნავია, რომ ბილ და მელინდა გეითსის ფონდმა ვირუსთან საბრძოლველად 100 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, რომელიც კორონავირუსის გამოსავლენ ტესტების წარმოებაზე დაიხარჯება.
#politics
#opinion
#news
#კორონავირუსი
0