კორონავირუსი

0
კორონავირუსი არის ინფექციური დაავადება, რომელიც იწვევს მწვავე რესპირატორულ დაავადებებს.ვირუსი 2019 წლის 31 დეკემბერს გაჩნდა ჩინეთის ქალაქ უხანში, შემდეგ კი მთელი მსოფლიო მოიცვა.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.
კორონა ვირუსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: •ცხელება •მშრალი ხველა •დაღლილობა ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია: •ყელის ტკივილი •დიარეა •კონიუქტივიტი •თავის ტკივილი •გემოს ან სუნის შეგრძნების დაკარგვა სერიოზული სიმპტომებია: •სუნთქვის გაძნელება •გულმკერდის ტკივილი ან წნევა •მეტყველების ან მოძრაობის უნარის დაკარგვა.

კორონავირუსი და ეკონომიკა

ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის გარდა, ვირუსმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკაზე. 2020 წლის 2 მარტს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ(OECD) გამოაქვეყნა განახლებული ეკონომიკური მიმოხილვა, რომლის თანახმადაც ეკონომიკური ზრდა 2020 წელს შემცირდება 0.5%-ით, თუ ვირუსის ეკონომიკური ეფექტები პირველ კვარტალში პიკს მიაღწევს, ხოლო თუ არ მიაღწევს პიკს, მაშინ ეკონომიკური ზრდა შეიძლება შემცირდეს 1.5%-ით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ვირუსის გამო უმუშევართა რაოდენობა, არსებული 188 მლნ-დან 5.3-24.7 მლნ-ით გაიზარდა. ტურიზმის სფერომ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ( UNWTO) შეფასებით 2020 წელს საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლები შემცირდა 1-3%-ით, რაც ნიშნავს საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯებიდან მიღებული თანხების 30-50 მლრდ. აშშ. დოლარით შემცირებას. საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება დაინფიცირებულთა ზრდიდან გამომდინარე, ჩემს ირგვლივაც არის ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად ურთულდებათ მატერიალური მდგომარეობა COViD-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო. ფაქტია, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიო ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება, ამ ეტაპისთვის რთულია აღნიშნული გავლენის მასშტაბების განსაზღვრა

კორონავირუსი და განათლება

კორონავირუსმა განათლებაზეც, საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა, დაიკეტა სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები და დაიწყო ონლაინ სწავლება. ჩემი, როგორც სკოლის მოსწავლის აზრით ონლაინ სწავლება არ მოგვცემს სათანადო შედეგებს, რადგან მოსწავლეების უმეტესობა არ აღიქვამს სერიოზულად, გარკვეულ ნაწილს კი არ აქვს ინტერნეტთან წვდომა სხვადასხვა მიზეზების გამო.

კორონავირუსის სტატისტიკა

სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება დღეისთვის მსოფლიო მასშტაბით არის: სულ შემთხვევები:29მლნ. გამოჯანმრთელებულუ-19.6მლნ. გარდაცვლილი-924ათ. საქართველოს მასშტაბით არის: სულ შემთხვევა-2392 გამოჯანმრთელებული-1369 გარდაცვლილი-19 P.S. მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო ინფიცირებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ❤
Feedc
#გააჟღერე
#კორონავირუსი_
#ვირუსი
#განათლება
#ეკონომიკა_
#ონლაინსწავლება
#სტატისტიკა
#სტატისტიკურიმონაცემები
#საინტერესო
#საინფორმაციო
0