ნიუვას ფენგშენ იანიში გამოჩენა

0
ნიუვა ცნობილია მინგის დინასტიის დროინდელ განთქმულ რომანში ფენგშენ ბანგი. როგორც გამორჩეული გმირი ამ რომანში, ნიუვა არის ღრმად პატივსაცემი სიას დინასტიის იმპერატორ ძადეს ქალიშვილი. ნიუვა ასევე ხშირად მოიხსენიება, როგორც "გველი ქალღმერთი". შანგ-ინის დინასტიის შექმნის შემდეგ, ნიუვამ შექმნა ხუთი ფერის ქვა, რათა დაეცვა დინასტია სეზონური წვიმებისაგან და სხვა საშიშროებებისგან. ამრიგად შანგ რონგმა სთხოვა მეფე ჭოუს, რომ მისი ვიზიტი მიეღო ღრმა პატივისცემად. მას შემდეგ, რაც ჭოუ ულამაზესი ქალღმერთის ნიუვას ყოველ დანახვაზე ვნებით ივსებოდა, მან დაწერა პატარა ლექსი. როდესაც ნიუვა დაბრუნდა თავის ტაძარში ყვითელი იმპერატორის მონახულების შემდეგ, ნიუვამ დაინახა ჭოუს სიტყვების სიბინძურე. აღშფოთებულმა ფიცი დადო, რომ შანგ-ინის დინასტია ამ სიბინძურისთვის პასუხს აგებდა. ნიუვა პირადად ავიდა სასახლეში, რათა მოეკლა მეფე, მაგრამ უეცრად თავში ორი დიდი წითელი სხივი მოხვდა. მას შემდეგ, რაც ნიუვამ გააცნობიერა, რომ მეფე ჭოუ უკვე წინასწარ იყო დანიშნული სამეფოს მმართველად ოცდაექვსი ან უფრო მეტი წლით, ნიუვამ გამოიძახა მისი სამი ხელქვეითი - ათასწლოვანი ვიქსენი (შემდგომში დაიძი), ჯადე პიპა და ცხრათავიანი ხოხობი. ამ სიტყვებით ნიუვამ შეიტანა ქაოსი შანგ-ინის დინასტიაში, "წარმატება, რომელიც ჩენგ თანგმა ექვსასი წლის წინ მოიგო დაბნელდა. მე გესაუბრებით თქვენ, როგორც ახალი სამოთხის მანდატი, რომელიც ადგენს ყველა თქვენგანის ბედს. თქვენ სამი უნდა შეხვიდეთ მეფე ჭოუს სასახლეში, რათა მოაჯადოვოთ ის. რასაც თქვენ გააკეთებთ, სხვას არ დააზარალებს. თუ შეასრულებთ ჩემს ბრძანებას კარგად, თქვენ ნებას დაგრთავთ ადამიანებად რეინკარნაციის. ამდენად, ამ სიტყვებით ნიუვა აღარასდროს გამოსულა, მაგრამ მაინც რჩება არაპირდაპირ ფაქტორად შანგ-ინის დინასტიის დაცემის.
#ჩინურიმითოლოგია
#მითოლოგია
#elysiumfields
#ხელოვნება
0