4 მიზეზი როგორ მოიგო ლუგარის ლაბორატორიამ დრო კორონავირუსთან ბრძოლაში

0
♦️ წინასწარი მზაობა საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირემდე 22 დღით ადრე, ლუგარის ცენტრში უკვე არსებობდა ვირუსის დიაგნოსტირების შესაძლებლობა. შექმნიდან 20 დღეში რეაგენტი თბილისში იყო. „გუშინ ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტიდან ღამე ჩამოვიდა დამატებითი რეაგენტები, რაც ჩვენ გვაკლდა იმისთვის, რომ ბოლომდე დაგვესვა ლაბორატორიული დიაგნოზი“, - უთხრა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 4 თებერვალს. კორონავირუსის პირველი შემთხვევა კი მხოლოდ 26 თებერვალს დაფიქსირდება. ჯერ კიდევ რეაგენტების ჩამოსვლამდე, რესპირატორული ვირუსების ლაბორატორიაში დაცული კოლექციის წყალობით, ქართველი მეცნიერები გამორიცხვის მეთოდს იყენებდნენ. სპეციალისტებს, ცენტრში არსებული მასალის გამოყენებით, 22 სახეობის გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადების დადგენა შეეძლოთ. ლუგარის ლაბორატორიის ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და წლების განმავლობაში იქ დაგროვებული სამეცნიერო ცოდნის გამო, საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც COVID-19-ის დიაგნოსტირების საშუალება ჰქონდა. ♦️ სისწრაფე და მაღალი დატვირთვა კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებიდან ლაბორატორია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. დღე-ღამის განმავლობაში ლუგარის ცენტრის თანამშრომლები სამ ცვლაში, ასობით ნიმუშის აღებასა და დამუშავებას ახერხებენ. პასუხის მიღებას კი მხოლოდ 4-5 საათი სჭირდება. ♦️ ტესტირების სიზუსტე და უსაფრთხოება ლუგარის ლაბორატორიაში პრაქტიკულად გამორიცხულია შეცდომები ტესტირების სიზუსტეში და ნებისმიერი საფრთხე სამეცნიერო პერსონალისთვის. დამუშავებული ტექნოლოგიებით დაზღვეულია მთელი პროცესი - დაწყებული ნიმუშის აღებიდან, მისი ტრანსპორტირებითა და ლაბორატორიაში შეტანით დამთავრებული. “ლაბორატორია საშუალებას გვაძლევს, რომ უმცირესი გენეტიკური განსხვავებები დავიჭიროთ მიკროორგანიზმებს შორის და განვასხვავოთ ერთი და იგივე მიკრობი დასავლეთ საქართველოსია თუ აღმოსავლეთის”, - ამბობს პაატა იმნაძე, ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელი და განაგრძობს: “პირველი რისკი არის თანამშრომლის უსაფრთხოება, როცა ის მუშაობს საშიშ მიკრობებთან. ჩვენი დაცვა არის მესამე დონის. ეს საშუალებას გვაძლევს, ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება ვიმუშავოთ. ყველაფერზე, რაც მსოფლიოში იქნება, დიაგნოსტიკა გავაკეთოთ”. ♦️ სამეცნიერო ცოდნის დაგროვება და გადაცემის გამოცდილება პანდემიის ჩავლის შემდეგ ლუგარის ლაბორატორია ტესტირებიდან კვლევაზე გადავა, თუმცა “ცხელ პერიოდში” ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა მოახერხეს ცოდნის ტექნოლოგიების გაზიარებით ტესტირების სისტემის გადანაწილება ქუთაისსა და ბათუმში.
#news
#goodplaces
#კორონავირუსი
0