მომენატრა კონცერტის შემდეგ დარბაზის პერსონალთან დამშვიდობება – ნიკოლოზ რაჭველი

0
https://primetime.ge/momenatra-kontsertis-shemdeg-darbazis-personaltan-damshvidobeba-nikoloz-ratchveli/ ქართველი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ ენატრება თეატრის თანამშრომლები. „მომენატრა ორ საათიანი კონცერტის შემდეგ ემოციურად დაცლილი და მაგრად დაღლილი დარჩენილ ენერგიას რომ ვიკრებ, რათა საგრიმიოროს დატოვებისას ბოლომდე გულით და გულწრფელი ღიმილით დავემშვიდობო დარბაზის პერსონალს, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან ჩემს დროულ წასვლას, რათა კარები ჩაკეტონ, სინათლე გამორთონ და ღამის საინფორმაციო გამოშვებას მიუსწრონ… უუუსაზღვროდ მიყვარს ფილარმონიის, ოპერისა და რუსთაველის თეატრების, საჯარო ბიბლიოთეკის, სილქ ფექთორი სტუდიოს, ბლექ სი არენას, ბათუმის თეატრისა და მუსიკალური ცენტრის, მუსიკისა და დრამის თეატრის სცენის და კულისების თითოეული თანამშრომელი, მენეჯერი, ადმინისტრატორი, დამლაგებელი, მუშა თუ დაცვის წევრი… ეს ის სამყაროა, რომლის გარეშეც ფასი არ აქვს არც სცენას და არც მასზე შესრულებულ მუსიკას, ყოველშემთხვევაში ჩემთვის…“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
0