პაოლო მალდინს კორონავირუსი დაუდგინდა

0
საფეხბურთო კლუბ „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს პაოლო მალდინის კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. როგორც იტალიური მედია წერს, პაოლო მალდინისთან ერთად ასევე დაინფიცირებულია მისი შვილიც, დანიელ მალდინი. ორივენი თავს კარგად გრძნობენ და კარანტინში იმყოფებიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა, 4821 დაინფიცირდა, ხოლო 943 განიკურნა.
#news
#politics
#კორონავირუსი
#covid19
#
#photo
#coronavirus
0