ამირან გამყრელიძე - რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას, ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათეისტი
273 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას, ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათეისტი, რომ მთავარი ღონისძიება ამ ტიპის ეპიდემიების დროს არის სოციალური დისტანცირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ სოციალური დისტანცირებაა.

„მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცირება. ყველაზე კარგი მეთოდი დღეს ამ ეპიდემიასთან ბრძოლის გახლავთ სოციალური დისტანცირება და ამიტომაც იქნა შემოღებული დღეს საგანგებო მდგომარეობა. ერთ-ერთი მთავარი საფუძველი საგანგებო მდგომარეობის გახლავთ ის, რომ ჩვენ სწორად და კარგად დავიცვათ სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები. თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ თავყრილობებს. ეს რაოდენობა ჩამოვიდა ათამდე, რომ 10 ადამიანზე მეტი ერთდროულად არ უნდა შეიკრიბოს დახურულ სივრცეში. ეს ეხება ყველას და რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას. ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათესტი, რომ მთავარი ღონისძიება ამ ტიპის ეპიდემიების დროს გახლავთ სოციალური დისტანცირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“- ის ეთერში.

#საქართველო #კორონავირუსი #კოვიდ19 #პანდემია
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
8
Write a comment