ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო პაატა გოგელიას ეკუთვნის.
Zugdidi Daily სოციალურ ქსელში, ზუგდიდის დასუფთავების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს წააწყდა , სადაც პაატა გოგელიას ულამაზესი ეზო საზოგადოებისგან დამსახურებულ მოწონებას იღებს. როგორც აღმოჩნდა, ეზოს პატრონი დიდი ხანია მას უვლის და მეტიც, მისი ეზო მარმაქს ჯორჯიას ფოტოკონკურსი "ჩემი ეზოს" გამარჯვებულიც გახდა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველაზე ლამაზ ეზოდ გამოცხადდა.
დასუფთავების სამსახურის გვერდზე ვკითხულობთ:
„სამეგრელოში ლამაზი ეზო არავის უკვირს, რადგან ამ კუთხეში სახლ-კარის მოვლა ეზოდან იწყება. მაგრამ პაატა გოგელიას ეზო-კარი საცხოვრებელს ნამდვილად არ ჰგავს, უფრო ბოტანიკურ ბაღს ან დენდროლოგიურ პარკს მოგაგონებს. საოცარი სილამაზე, სიმწვანე, ყველაფერი საგულდაგულოდ, საკუთარი ხელით აქვს მოვლილი. რამდენიმე დღის წინ კი ახალაბასთუმნელი პაატა გოგელიას ეზო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველაზე ლამაზ ეზოდ გამოცხადდა“.
გთავაზობთ მეგრული ეზოს ფოტოალბომს:
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სამეგრელო
#მეგრულიეზო
#ბუნება
#ზუგდიდი
#zugdididaily