თვითიზოლირებული ძაღლს დრონით ასეირნებს
297 Views
Keso Bigvava
Tbilisi · 6 months ago

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პირობებში, არაერთ ქვეყანაში მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მათ შორისაა კვიპროსიც. მოქალაქეებს გარეთ გასვლა არ შეუძლიათ, თუმცა, მათი ძაღლი ვინმემ ხომ უნდა გაასეირნოს. ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, ამ მიზნის მისაღწევად კვიპროსის მოქალაქემ დრონი გამოიყენა.

აქამდე დრონის გამოყენების არაერთი გზა გვინახავს. მათ შორის ვხედავდით, თუ როგორ აქრობდნენ მათი დახმარებით ხანძრებს, როგორ იყენებდნენ მას მაშველად ზღვის სანაპიროზე, ან ჩინეთში, მოსახლეობის თერმული შემოწმებისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, ამ მოწყობილობის გამოყენების გზები უსაზღვროა და ჩვენს წარმოსახვაზე დამოკიდებულიც.


Keso Bigvava
Tbilisi · 6 months ago
96
Write a comment