რწმენა აძლიერებს იმუნიტეტს

0
ადამიანი რწმენაში ჩნდება; რწმენა და ნდობაა ის პირველსაწყისი საიდანაც სიყვარული ღვივდება; მეორე საკითხია როდის, რა ასაკში ვაცნობიერებთ ამას. რა სახელს ვარქმევთ ან ვარქმევთ თუ არა. დღეს კი გავრცელებული და ფეხმოკიდებულია რიტუალური „რწმენა“; თითქოს სხვას და თავის თავს უმტკიცებენ რა მაგარი მორწმუნეები არიან. ადამიანი საკუთარ ოთახშიც რომ განმარტოვდეს საკუთარ თავთან და უფალს გულით მოუხმოს-ის უკვე ტაძარშია. ტაძარი რაღაც კონკრეტულ მისამართზე აშენებული შენობა ხომ არაა?! ან ის ექიმები რომლებივ თავს არ ზოგავენ ჩვენი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის და გასცემენ სოციალური იზოლაციის რეკომენდაციას, როგორც აუცილებელს ამ სიტუაციაში-მათთან არ არის უფალი? თუ მათზე მეტი მორწმუნე ე.წ. მრევლია?
0