ქართველი გენერლის ტრაგიკული დასასრული.

0
როგორც ვიცით ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო ქართველი გენერალი, პოეტი და გარსევან ჭავჭავაძის ძე, რომელიც დაიბადა პეტერბურგში 1786 წელს. გარსევან ჭავჭავაძე იყო ერეკლე II-ის ელჩი და სწორედ მან ქარლთ-კახეთის მხრიდან მოაწერა ხელი გეორგიევსკის ტრაქტატს 1783 წელს. დედამისი მარიამ ავალიშვილი "ვეფხისტყაოსანზე" იყო აღზრდილი და განათლებული ადამიანი იყო. რუსეთში ყოფნის დროს ალექსანდრე კარგად ფლობდა გერმანულ, ფრანგულ, სპარსულ და რუსულ ენებს. ამის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ 1804 წელს დაიწყო აჯანყება რუსეთისგან გათავისუფლებისთვის, მაგრამ ეს აჯანყება ჩაახშეს და ამის მონაწილეები ერთად გადაასახლეს. ალექსანდრე თავის ქვეყნის პატრიოტი იყო და ამ აჯანყებაშიც მიიღო მონაწილეობა, სამწუხაროდ ისიც ქალაქ ტამბოვში გადაასახლეს. 1814 წელს კიდევ იფეთქა აჯანყებამ, მაგრამ რუსეთის მთავრობამ დააძალა ასლექსანდრეს რომ ქართველების წინააღმდეგ ებრძოლა. ამ ბრძოლაში ის ერთმა გლეხმა კაცმა ფეხში დაჭრა. 1832 წლის შეთქმულება იყო ყველაზე დიდი ოპერაცია რაც საქართველოს და კავკასიის ქვეყნებს გაათავისუფლებდა რუსეთისაგან, მაგრამ ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრს იესე ფალავანდიშვილს ძმის მოკვლით დაემუქრნენ და ამ შეთქმულებით შესახებ ყველაფერი გაანდო და ეს შეთქმულება ჩაიშალა, ყველა გადაასახლეს ვინც მონაწილეობა მიიღო, მათ შორის ალექსანდრეც რადგან მის სახლში იმართებოდა შეკრებები. ჩვენი გენერალი მალევე გამოუშვეს, რადგან ნაპოლეონის წინააღმდეგ დიდი კარგი შეტევები განახორციელა. ის ასევე მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის ომში და სრული შეტევებით მან აიღო ბაიაზეთი და საბოლოო შეტევებით მთლიანი ტაო-კლარჯეთი. 1846 წლის 18 ნოემბერს ალექსანდრე მიდიოდა მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის სახლში როდესაც მაღალ სართულიდან ერთმა ქალმა საპნიანი წყალი გადმოასხა ამ დროს ცხენები დაფრთხნენ, მეეტლემ ცხენი ვერ დაიმორჩილა, ალეწსანდრემ მისი დახმარება გადაწყვიტა, მაგრამ მისი პალტო ეტლის ბორბალში მოყვა და სასიკვდილოდ დაშავდა. მეორე დილას ის გარდაიცვალა.
0