ალოპეცია: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

0
დღე-ღამეში ადამიანი თმის 50-დან 150-მდე ღერს კარგავს. სტატუს ქუო-ს შესანარჩუნებლად აუცილებელია, დაცვენილი და ახალამოსული ღერების რაოდენობა ერთმანეთს შეესაბამებოდეს. როდესაც უფრო მეტი ცვივა, ვიდრე ამოდის, ვითარდება გამელოტება - ალოპეცია. ის შეიძლება დაემართოთ არა მარტო მამაკაცებს, არამედ ქალებსა და ბავშვებსაც. ალოპეცია სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ფსიქიკურ დისკომფორტს, ზოგჯერ - აშლილობასა და ადამიანის სოციალურ იზოლაციას იწვევს (გარეგნობაზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის გუნება-განწყობა და მისდამი დამოკიდებულება სოციუმში). განასხვავებენ ორი ტიპის ალოპეციას: ნაწიბუროვანს, რომელიც გამოწვეულია ანთებითი პროცესების, კანის ატროფიის ან დანაწიბურების შედეგად თმის ფოლიკულების განადგურებით და არანაწიბუროვანს. ამ უკანასკნელ ტიპს მიეკუთვნება ბუდობრივი, ანდროგენული და დიფუზური ალოპეცია. ბუდობრივი ანუ კეროვანი ალოპეცია შეძენილი პათოლოგიაა.

გამომწვევი მიზეზები

თმის ცვენის მიზეზად შეიძლება იქცეს თმის არასწორი მოვლა. მავნე გავლენას ახდენს ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება, ფენისა და საღებავების ხშირი გამოყენება, ქიმიური დახვევა.

მკურნალობა

თმის ცვენის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა ალოპეციის პრობლემას ხშირად ხსნის, ამიტომ თმის ცვენის ფარმაკოლოგიური მკურნალობა მეორეხარისხოვანი ხასიათისაა. ნაწიბუროვანი ალოპეცია გამელოტების ის ფორმაა, რომელსაც თმის ფოლიკულის დესტრუქცია და კანის დანაწიბურება იწვევს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს განვითარების დეფექტი და მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმა (დამწვრობა, სხივური დერმატიტი), ფოლიკულების დაზიანება სპეციფიკური ინფექციით ან სიმსივნური წარმონაქმნით, თავის თმიანი არის სკლეროდერმია, ფურუნკული, ფავუსი, წითელი მგლურა, სარკოიდოზი და სხვა სახის დერმატოზი. კლინიკური სურათი ასეთია: თავის თმიანი ნაწილის კანზე წარმოიქმნება უხეში ნაწიბური (ისეთი, როგორიც კარბუნკულის შემდეგ) ან ვითარდება კანის ნაწიბუროვანი ატროფია. შედეგად თმის ფოლიკულები იღუპება. გასინჯვისას თავის კანი დაჭიმულია, აღინიშნება გამელოტების კერები.
#news #opinion #health #forhealth
#behealthy
#healthcare
Tbilisi
0