ობიექტი (28661В), ზედმეტ სახელად „როშა“ , სადაც ხდებოდა დაშიფრული ინფორმაციის გადამუშავება

0
ობიექტი (28661В), ზედმეტ სახელად „როშა“ ექსპლუატაციაში შეიყვანეს 70იან წლებში. აქ ხდებოდა დაშიფრული ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და მცხეთის „ზვეზდაში “ გადაგზავნა. აქ 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ სამხედრო პირები. ობიექტი იყო ე.წ. "ზვეზდა"-ს ს/ნ (28661А) შემადგენელი ნაწილი, რომელიც მცხეთის რაიონში იყო განთავსებული. ლეგენდის თანახმად, ეს ობიექტი უკავშირდებოდა მცხეთას მიწისქვეშა გვირაბით. ობიექტი შედგებოდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიისგან, რომელზეც იყო განთავსებულ იყაზარმა, სასადილო, საწყობი, საგუშაგო (რომელიც ტერიტორიას დღისა და ღამის განმავლობაში იცავდა), აბანო, წყლის რეზერვუარი, საქვაბე, უამრავი ანძა და სულ ბოლოს კი მთავარი ობიექტი - მიწისქვეშა რადიოსადგური იყო. მიწისქვეშა რადიოსადგური შედგებოდა ორდონიანი ბუნკერისგან, სადაც ქვედა დონეზე იყო განთავსებული ორი დიზელ-გენერატორი, ჰარების გამაგრილებლები და კალორიფერები, ჰაერის ფილტრაციის სისტემა და სხვადასხვა რადიო აპარატურა, ხოლო ზედა დონეზე იჯდნენ ოფიცრები, ვინც უშუალოდ ინფორმაციის გადაგზავნით იყო დაკავებული. საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო ამ ობიექტის ძარცვა. დღესდღეობით, ობიექტის ტერიტორიაზე არის მოწყობილი სასაკლაო და ბუნკერის გარკვეული ნაწილი საქონლის ჩონჩხებით არის გავსებული. Object (28661B) nicknamed “Rosha” entered service in 70s, as in previous objects this place also received encrypted information, worked on it and sent to the “Zvezda” complex. “Rosha” was also a part of the network of stations called “Zvezda”. It had everything a military base needs, barracks, showers, cafeteria and so on. On top of all of this “Zvezda” most importantly had an underground radio station. The underground radio station had 2 levels , lower level housed 2 diesel generators, air conditioners, air filters and different kinds of radio equipment. The upper level of the underground radio station had working quarters, where officers sat working and sending information. After the Russian military left Georgia, locals in the area of Zvezda started looting the military base. Today nothing remains that can be stolen and the compound’s walls are crumbling. On military base territory there is a slaughterhouse. Some rooms of bunker are filled with remains of cows.
#geostalk
#photography
#abandoned
#stalk
#diggers
#amazing
#places
#georgia
#architecture
#lamiskana
#hospital
#მიტოვებული
#დავიწყებული
#საბჭოთა
#დიგერები
#სტალკერი
#ინდუსტრიული
#ტურიზმი
#ქალქი
#ბუნკერი
#რადიოსადგური
#საქადაგიანო
#ახალიამბები
0