„მე ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის არ დამიზოგავს ჩემი სუსტი ძალ-ღონე.”

0
„მე ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის არ დამიზოგავს ჩემი სუსტი ძალ-ღონე. ქართველი ერისათვის არ დამიშურებია და არც დავიშურებდი არაფერს. ბევრს ვფიქრობდი მის მომავალზე და ველოდებოდი ჩვენი გათავისუფლების დღეს ბოლშევიკური და რუსული უღელისაგან. მართალია, მე ამ დროს ვერ მოვესწარი და ვერც მოვესწრები, მაგრამ მალე, სულ მალე, ქართველო ახალგაზრდებო, დადგება ჟამი ჩვენი ერის გათავისუფლებისა, დადგება დრო სანატრელი, როდესაც ქართველი ხალხი გადააგდებს მონობის უღელს თავისი ქედიდან და იცხოვრებს ისე სახელოვნად, როგორც უცხოვრია თავისი ძლიერების ხანაში. ჩვენ აღვსდგებით! სულაც არ ვნაღვლობ, რომ სამშობლოსათვის ვკვდები. იმედად ის მრჩება, რომ ჩემს ასეთნაირად დაღუპვას ქართველები არ დაივიწყებენ“. ✍ მიხეილ ჯავახიშვილი -- #მიხეილჯავახიშვილი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება #მუზეუმი
#დღეისტორიაში
#ხელოვნება #რეპრესიები #წარსულიდან
Tbilisi
#ხელოვნება
0