Euradio: საქართველოში ვირუსის შემთხვევები მინიმალურია, ზომები - მაქსიმალური

0
საქართველოში ვირუსის შემთხვევები მინიმალურია, ზომები - მაქსიმალური - ამ სათაურით სტატია ფრანგული რადიო Euradio-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც რადიო იუწყება, საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში კრიზისი თითქმის სრულ კონტროლზეა აყვანილი. Euradio თავის ყოფილ ქართველ ჟურნალიტს, ლიკა ჭიპაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ დანარჩენ მსოფლიოსთან და ევროპასთან შედარებით, საქართველოში ნაკლებად სერიოზული და საკმაოდ სტაბილური სიტუაციაა. „სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ვირუსი ძალიან ნელა ვრცელდება. ვირუსთან საბრძოლველად მთავრობამ კონკრეტული ზომები მიიღო. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ მთავრობამ ზომებს გაადაჭარბა, მაგრამ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მივიჩნევ, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა“, - აღნიშნა ქართველმა ჟურნალისტმა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 5 ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია imedinews.ge-ს მიერ.
#news
#covid19
#headline
0